FM97.5 / LIVE

ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალი 'Brave Kids' დასრულდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.06.2016
დღეს, 28 ივნისს, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართა. "Brave Kids"-ის მონაწილეებმა ერთმანეთის ნაციონალური ცეკვები და სიმღერები შეასრულეს.

ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალი 'Brave Kids' დასრულდა

ფესტივალის დასკვნითი საღამო რაბათის ისტორიულ კომპლექსში 18:00 საათზე გაიხსნა. ქართულ, სომხურ, პოლონურ და ირანულ ნაციონალური ტანისამოსში გამოწყობილმა მონაწილეებმა სცენაზე ერთმანეთის ხალხური ცეკვები და სიმღერები შეასრულეს.

ქართული "იავნანა", სომხური "სირუნ–სირუნ", პოლონური "ნაქარგი ცხვირსახოცი მაქვს" და ირანული ცეკვა ერთ, საერთო წარმოდგენას ქმნიდა.

საკონცერტო ნომრებისათვის 21 მოზარდი ხუთი დღის განმავლობაში ემზადებოდა.

"ეს არ იყო სტანდარტული კონცერტი, სადაც ცალკე ცეკვა და ცალკე სიმღერაა ხოლმე წარმოდგენილი, ეს იყო მიქსი, სადაც სხვადახვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა ბავშვებმა ერთმანეთის ქვეყნებში არსებული კულტურა წარმოადგინეს“, – ამბობს ფესტივალის ორგანიზატორი ახალციხეში ცირა მესხიშვილი.

გარდა ქართველი, სომეხი, პოლონელი და ირანელი ბავშვებისა, დასკვნით ღონისძიებაზე ქორეოგრაფული ნომრები საქართველოს, ადიგენის, სოფელ ზარზმასა და ახალციხის, სოფელ სხვილისში არსებულმა ანსამბლებმაც წარმოადგინეს.

ფესტივალი ახალციხეში მერიის პატრონაჟით განხორციელდა.

"შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინი გაამართლა. ეს არის კულტურათა დიალოგის გამორჩეული მაგალითი. რამდენიმე დღეში შესწავლილი ერთმანეთის კულტურა ბავშვებმა შესანიშნავად შეასრულეს. დიდი სურვილი გავაქვს, რომ მომავალშიც გაგძელდეს ეს პროექტი და უფრო დიდი მასშტაბი მიეცეს“, – ამბობს ახალციხის მერის მოადგილე ზაზა თამარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალის "Brave Kids"–ის (მამაცი ბავშვები) მონაწილეები ახალციხეში 20 ივნისს ჩამოვიდნენ. 8 დღის განმავლობაში მათ ერთმანეთის კულტურა, ტრადიციები და სამზარეულო გაიცნეს. გარდა ამისა, ახალციხესა და ადიგენში სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს.

ფესტივალის მონაწილეები ახალციხეს ხვალ, 29 ივნისს დატოვებენ.

ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალი 'Brave Kids' დასრულდა

ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალი 'Brave Kids' დასრულდა

ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალი 'Brave Kids' დასრულდა

ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალი 'Brave Kids' დასრულდა

ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალი 'Brave Kids' დასრულდა

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეებმა ქუჩებში მსვლელობა  მოაწყვეს
ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეებმა ადიგენში კონცერტი გამართეს
ახალციხეში ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
ახალციხე 'მამაცი ბავშვების' ფესტივალს მასპინძლობს
Brave Kids-ის მონაწილეებს ‘ახალციხის ციხემ’ უმასპინძლა
ახალციხე ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალს უასპინძლებს
ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალის მარში [Video]