FM97.5 / LIVE

‘დროის მარცვლები’- ახალციხეში ფილმის ჩვენება მოეწყო

მთავარისაზოგადოება 18.05.2016
CinéDOC-Tbilisi-ის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის ფარგლებში, ახალციხეში ამერიკელი რეჟისორის სენდი მაქლეოდის დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართა.

‘დროის მარცვლები’- ახალციხეში ფილმის ჩვენება მოეწყო

ფილმში „დროის მარცვლები“ სოფლის მეურნეობის პიონერის, ქრეი ფლაუერსის საქმიანობა ასახული. ქრეი დროის წინააღმდეგ ილაშქრებს, იმისთვის რომ საკვების მომავალი დაიცვას. იგი ფიქრობს, რომ სწრაფი კლიმატური ცვლილებები მეწარმეებს, გლობალური მაშტაბით ზიანს აყენებს, რაც იწვევს შიმშილსა და აჯანყებებს. სწორედ ამიტომ ფლაუერი და ფერმერები იწყებენ ერთობლივ მუშაობას, რათა ახალი ტექნოლოგიების შემუშავებით პირველ რიგში ყველაზე აუცილებელი რესურსი- მარცვლეული დაიცვან.

„ეს, არის ფილმი მცენარეების შენარჩუნებაზე, რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის და ამერიკისთვის, რადგან დიდი კლიმატური პრობლემების წინაშე ვდგავართ“, – ამბობს ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი რეიჩელ განდინ მარკი.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის და CineDOC-Tbilisi-ის ფესტივალის დირექტორის არჩილ ხეთაგურის თქმით, რეგიონში ფილმების გამართვის მიზანია, რჩეული ფილმების შესახებ იმ ადამიანებმაც შეიტყონ, ვინც დედაქალაქში ჩასვლასა და ფესტივალზე დასწრებას ვერ ახერხებს.
მისივე თქმით, რეგონებში საჩვენებელ ფილმებს მოსახლეობის ინტერესიდან გამომდინარე არჩევენ: „მაგალითად, სამცხე-ჯავახეთი აგრარული რეგიონია, ამიტომ გადავწყვიტეთ ფილმიც შესაბამისი ყოფილიყო და მცენარეების გადარჩენაზე გვეჩვენებინა“.

კინოფესტივალის ფარგლებში, რეგიონებში ფილმის ჩვენებები ყოველ თვეში იმართება. ორგანიზატორების თქმით, უახლოეს მომავალში ახალციხეში ჩამოსვლა და მსგავსი ღონისძიების გამართვა კიდევ იგეგმება.

‘დროის მარცვლები’- ახალციხეში ფილმის ჩვენება მოეწყო

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'დროის მარცვლები' – ფილმის ჩვენება ახალციხეში
ახალციხის სოფლებში  ფილმებს აჩვენებენ
‘სუფრაჟისტები’ – ფილმის ჩვენება და დისკუსია ახალციხეში
ახალციხის სოფლებში ფილმების ჩვენება იწყება
'ხმა ამოიღეთ'! – ფილმის ჩვენება და დისკუსია ახალციხეში
ახალციხეში ფილმის ჩვენება გაიმართება
ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ ახალციხეში ფილმის ჩვენება გაიმართა