FM97.5 / LIVE

ასპინძაში გასაუბრებას ორი კონკურსანტი გაივლის

მთავარიპოლიტიკა 17.05.2016
ასპინძის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსზე ორი კონკურსანტი გამოცხდდება. გასაუბრება ხვალ, 18 მაისსაა ჩანიშნული.

ასპინძაში გასაუბრებას ორი კონკურსანტი გაივლის

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკურსი 12 პოზიციაზეა გამოცხადებული. ტესტირებაზე გამოცხადებული 14 კონკურსანტიდან ყველა ჩაიჭრა. ხვალინდელ გასაუბრებაზე ის კონკურსანტები გამოცხადდებიან, რომლებმაც ტესტირება წინა კონკურსებზე ჩააბარეს.

გასაუბრება ასპინძის თვითმმართველობის შენობაში 13:00 საათზეა ჩანიშნული.

„ერთ კონკურსანტს ჭობარეთში გამგებლის წარმომადგენლის პოზიციაზე აქვს განაცხადი შემოტანილი, ხოლო მეორეს ხუთ პოზიციაზე. ესენია: გამგებლის წარმომადგენლი თმოგვში, ნაქალაქევსა და ფიაში, საროსა და ნიჯგორში, რუსთავსა და თმოგვში“ , – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ანა ტივაძე.

შეგახსენებთ, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსში პირველ ეტაპზე 107 განაცხადი შევიდა, გადარჩევის შემდეგ საკონკურსო კომისიამ 92 განაცხადი შეარჩია. საბოლოოდ ტესტირებაზე 56 კონკურსანტი უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა 8 და 9 მაისს ჩანიშნულ ტესტირებაზე მხოლოდ 14 კონკორსანტი გამოცხადდა და 14–ვე ჩაიჭრა. 51–პროცენტიანი ბარიერი ვერცერთმა მათგანმა ვერ გადალახა.

საკონკურსო საატესტაციო კომისიამ გასაუბრება მხოლოდ ორი კონკურსანტისთვის ჩანიშნა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში შემდეგი პოზიციებია ვაკანტური:
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სპეციალისტი მობილიზაციის საკითხებში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ჭობარეთში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ძველში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ თმოგვში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ნაქალაქევსა და ფიაში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ვარგავსა და თოკში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ საროსა და ნიჯგორში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ხერთვისსა და გულსუნდაში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ რუსთავში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ იდუმალაში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ოთაში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ივერიაში.

გარდა აღნიშნულისა უახლოეს მომავალში გამგეობა კონკურსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტზეც გამოაცხადებს. აღნიშნული პოსტი რამდენიმე კვირაა რაც ვაკანტურია.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის გამგეობაში 11 პოზიცია ისევ ვაკანტურია
ასპინძაში საჯარო მოხელეთა შესარჩევ ტესტირებაზე ყველა კონკურსანტი ჩაიჭრა
ასპინძაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა
ასპინძაში 11 ვაკანტურ პოზიციაზე 61 განაცხადი შევიდა
ასპინძის გამგეობა 11 პოზიციაზე კონკურსს მეორედ აცხადებს
ასპინძის გამგეობამ საჯარო მოხელე  8  პოზიციაზე შეარჩია
ასპინძის გამგეობამ ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა