FM97.5 / LIVE

ასპინძაში საჯარო მოხელეთა შესარჩევ ტესტირებაზე ყველა კონკურსანტი ჩაიჭრა

მთავარიპოლიტიკა 11.05.2016
ასპინძის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე–ტესტირებაზე კონკურსანტებმა ბარიერი ვერ გადალახეს. გაგრძელდება თუ არა კონკურსი, ამ ეტაპზე უცნობია.

ასპინძაში საჯარო მოხელეთა შესარჩევ ტესტირებაზე ყველა კონკურსანტი ჩაიჭრა

ასპინძის გამგეობაში 12 პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი–ტესტირება 8 და 9 მაისს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა, ახალციხეში ჩაატარა.

56 კონკურსანტიდან ტესტირებაზე მხოლოდ 14 გამოცხადდა, თუმცა 51 პროცენტიანი ზღვარი ვერცერთმა ვერ გადალახა.

„ორმა კანდიდატმა მოგვმართა განცხადებებით, რომლებსაც ტესტირება ადრე აქვთ ჩაბარებული და კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებას ითხოვენ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონკურსო–საატესტაციო კომისია, ჯერ უცნობია. კომისიის წევრები შესაძლოა დღესაც შეიკრიბნონ და ეს საკითხი განიხილონ“, – განაცხადა სატელეფონო საუბარში ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ანა ტივაძემ.

შეგახსენებთ, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარე წელს პირველად გამოცხადდა. პირველ ეტაპზე 107 განაცხადი შევიდა, თუმცა გადარჩევის შემდეგ საკონკურსო კომისიამ 92 განაცხადი შეარჩია.

„92 აპლიკაცია იყო, თუმცა ერთ კანდიდატს რამდენიმე პოზიციაზე ჰქონდა განაცხადი გაკეთებული. ჯამში 56 კონკურსანტი იყო, რომლებიც გადავიდნენ მეორე ეტაპზე“, – ამბობს ანა ტივაძე.

კონკურსის შედეგად, თვითმმართველობამ 12თანამშრომელი, შემდეგ პოზიციებზე უნდა შეარჩიოს:

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სპეციალისტი მობილიზაციის საკითხებში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ჭობარეთში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ძველში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ თმოგვში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ნაქალაქევსა და ფიაში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ვარგავსა და თოკში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ საროსა და ნიჯგორში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ხერთვისსა და გულსუნდაში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ რუსთავში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ იდუმალაში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ოთაში;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ივერიაში.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კიდევ ერთი, საზოგადოებასთან ურთერთობის სპეციალისტის პოზიციაა ვაკანტური. როდის გამცხადდება აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსი, ამ ეტაპზე უცნობია.

„საზოგადოებასთან ურთერთობის სპეციალისტმა დატოვა თანამდებობა. მიმდინარე კონკურსი რომ დასრულდება, ამის შემდეგ გამოვაცხადებთ ახალ კონკურსს“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში გასაუბრებას ორი კონკურსანტი გაივლის
ასპინძის გამგეობაში 11 პოზიცია ისევ ვაკანტურია
ასპინძაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა
ასპინძაში 11 ვაკანტურ პოზიციაზე 61 განაცხადი შევიდა
ასპინძის გამგეობა 11 პოზიციაზე კონკურსს მეორედ აცხადებს
ასპინძის გამგეობამ საჯარო მოხელე  8  პოზიციაზე შეარჩია
ასპინძის გამგეობამ ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა