FM97.5 / LIVE

სემინარი სტუდენტებთან ღია მმართველობის შესახებ

მთავარისაზოგადოება » განათლება 13.10.2014
საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც 27 ვალდებულებას გულისხმობს და 2015 წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს. სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საქართველოს სამოქმედო გეგმა გააცნეს;

სემინარი სტუდენტებთან ღია მმართველობის შესახებ

დღეს, 13 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლები „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) შესახებ ესაუბრნენ.

OGP საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 2011 წელს აშშ-სა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით დაარსდა. პარტნიორობას საქართველო იმავე წელს შეუერთდა. დღეს OGP 65 ქვეყანას აერთიანებს.

სახელმწიფოები OGP-ის ფარგლებში შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას, იღებენ ვალდებულებებს, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა შეასრულონ იმისათვის, რომ გაიზარდოს ხელისუფლების გამჭვირვალობა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება.

მიმდინარე წელს საქართველომ მეორე სამოქმედო გეგმა წარადგინა. ქვეყანამ 2015 წლის ბოლომდე 27 ვალდებულება უნდა შეასრულოს. მათ შორისაა: პეტიციების ელექტრონული სისტემის შექმნა, ღია მონაცემების პორტალის www.data.gov.ge−ამოქმედება, საჯარო სამსახურში მიღების მიუკერძოებელი წესების შემუშავება, საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნა, ფარული მიყურადების შესახებ სტატისტიკის გამოქვეყნება და სხვა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარის ლევან ავალიშვილის თქმით, საქართველო ამ ვალდებულებას იღებს არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის, არამედ საერთაშორისო საზოგადოების წინაშეც: „წინა სამოქმედო გეგმაში 12 ვალდებულება იყო და მხოლოდ 4 შესრულდა. ახლა 27-ია გათვალისწინებული და 27-ვე გააზრებულად შეირჩა, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ყველას შევასრულებთ“.

სემინარი სტუდენტებთან ღია მმართველობის შესახებ

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა განიხილეს
ღია მმართველობის შესახებ ახალციხეში დისკუსია გაიმართა
ახალციხის მერიის ღია მონაცემების სტრატეგია საჯაროდ განიხილეს
ახალციხეში საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართება
ახალციხეში საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა განიხილეს
ღია მმართველობის შესახებ ახალციხეში დისკუსია გაიმართება
ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®