FM97.5 / LIVE

პედაგოგთა გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

მთავარისაზოგადოება » განათლება 27.04.2016
2016 წლის ივლისში, პედაგოგები, ქართულისა და უცხოური ენების ტესტირებას განსხვავებული ფორმატით ჩააბარებენ. პრაქტიკოსი მასწავლებლების პროფესიული გამოცდის ტესტებში ცვლილებები შევიდა.

პედაგოგთა გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

მასწავლებელთა სერთიფიცირების ახალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საგნის სწავლების მეთოდიკა საგნობრივი ტესტებით აღარ შემოწმდება.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტესტის ჯამური ქულა 80-ის ნაცვლად 70 იქნება. ტესტის პირველ ნაწილს (ქართული ენა) 3 ქულა მოაკლდა, შესაბამისად, ამ ნაწილის მაქსიმალური ქულა 35 იქნება.

ტესტის მეორე ნაწილი (ქართული ლიტერატურა), რომელიც მხოლოდ არჩევითი კითხვებისგან შედეგება, 20 ქულიანი იქნება (წინა წლებში ის 12-ქულიანი იყო).

ამას მოსდევს ტესტის მესამე ნაწილი (წაკითხულის გააზრება), რომელიც მოიცავს არასაპროგრამო მხატვრულ ტექსტსა და 11 დავალებას. აქედან 10 ერთქულიანი არჩევითი კითხვაა, მე-11 დავალება კი 5-ქულიანი ღია კითხვა, რომელიც მოითხოვს მსჯელობას ამ მხატვრული ტექსტის მთავარი სათქმელისა და მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების შესახებ.

ახალი ფორმატით ჩააბარებენ საგნობრივ ტესტს უცხოური ენების პრაქტიკოსი მასწავლებლები. გამოცდა კითხვის, მოსმენის, წერისა და ლაპარაკის დავალებებისაგან შედგება.

გასულ წლებთან შედარებით ტესტში რამოდენიმე სიახლეა, კერძოდ:
1. ამოღებულია მეთოდიკის საკითხები;
2. დამატებულია წერის დავალება, რომელიც გულისხმობს მოცემული ინფორმაციის გათვალისწინებით სამოტივაციო წერილის დაწერას;
3. კითხვის ზოგიერთ დავალებაში გაზრდილია ან შემცირებულია საკითხების რაოდენობა;
4. ტესტის ჯამური მაქსიმალური ქულა არის 90; შეცვლილია როგორც მთლიანი ტესტის
გამსვლელი ქულა, ისე შიდა ბარიერები ტესტის კითხვის და წერის ნაწილებში.

მინიმალური ზღვრები და გამსვლელი ქულები:

მთლიანი ტესტი – მაქსიმალური ქულა 90, გამსვლელი ქულა – 55;
მოსმენის ნაწილი – მაქსიმალური ქულა –16, გამსვლელი ქულა – 6;
კითხვის ნაწილი – მაქსიმალური ქულა – 36, გამსვლელი ქულა – 12;
წერის ნაწილი – მაქსიმალური ქულა – 22, გამსვლელი ქულა – 8;
ლაპარაკის ნაწილი – მაქსიმალური ქულა – 16, გამსვლელი ქულა – 6;

პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის პროფესიული გამოცდები 2016 წლის ივლისის თვეში გაიმართება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება
ცვლილებები ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებზე
სამაგისტრო გამოცდის ხანგრძლივობა და ქულათა რაოდენობა განისაზღვრა
ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა
აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ
ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია
შეცვლილი საგამოცდო სისტემა