კერძოდ, როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატზე გადასვლასთან დაკავშირებით, რამდენიმე საგნისათვის საგამოცდო დრო გაიზარდა. ეს ის გამოცდებია, რომელთა ტესტურ დავალებებზე მუშაობამაც, ახალი ფორმატის გათვალისწინებით, შესაძლოა, მეტი დრო მოითხოვოს.
გამოცდის დრო არ გაზრდიოლა ორ საგანში. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიოლოგიის ტესტში დავალებების რაოდნობა შემცირდა და შესაბამისად, დროის გაზრდაც არ გახდა აუცილებელი. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის ტესტური დავალებები კი ისეა აგებული, რომ დროის ცვლილებას არ საჭიროებს.
რაც შეეხება სამაგისტრო გამოცდას, ცენტრის ინფორმციით, საერთო სამაგისტრო გამოცდის წაკითხულის გააზრებას და რაოდენობრივ მსჯელობას დაემატა 5-5 წუთი, ხოლო ანალიტიკური წერისა და ლოგიკის დრო უცვლელი დარჩა.
5 წუთი დაემატა სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდასაც.
ცვლილებების შედეგად, 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მაქსიმალური და მინიმალური გამსვლელი ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა ასეთი იქნება:
1.
ქართული ენა და ლიტერატურა: მაქსიმალური ქულა – 80, მინიმალური – 21. დრო – 4 საათი და 15 წუთი (დაემატა 15 წუთი).
2.
ზოგადი უნარები: მაქსიმალური ქულა – 80, მინიმალური – 24. დრო – ვერბალური ნაწილი 1 საათი და 35 წუთი (დაემატა 5 წუთი), მათემატიკური ნაწილი 1 საათი და 35 წუთი (დაემატა 5 წუთი);
3.
უცხოური ენები: მაქსიმალური ქულა – 100, მინიმალური – 21. დრო – 2 საათი და 40 წუთი (დაემატა 10 წუთი);
4.
ლიტერატურა: მაქსიმალური ქულა – 80, მინიმალური – 21. დრო – 4 საათი და 15 წუთი (დაემატა 15 წუთი);
5.
მათემატიკა: მაქსიმალური ქულა – 59, მინიმალური – 15. დრო – 3 საათი და 40 წუთი (დაემატა 10 წუთი);
6.
ისტორია: მაქსიმალური ქულა – 70, მინიმალური – 18. დრო – 2 საათი და 40 წუთი (დაემატა 10 წუთი);
7.
გეოგრაფია: მაქსიმალური ქულა – 59, მინიმალური – 15. დრო – 2 საათი და 40 წუთი (დაემატა 10 წუთი);
8.
ბიოლოგია: მაქსიმალური ქულა – 70, მინიმალური – 18. დრო – 2 საათი და 30 წუთი;
9.
ქიმია:მაქსიმალური ქულა – 75, მინიმალური – 19. დრო – 3 საათი და 30 წუთი (დაემატა 10 წუთი);
10.
ფიზიკა: მაქსიმალური ქულა – 75, მინიმალური – 19. დრო – 3 საათი და 40 წუთი (დაემატა 10 წუთი);
11.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსი – მაქსიმალური ქულა – 42. დრო – 2 საათი და 35 წუთი (დაემატა 5 წუთი)
12.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: მაქსიმალური ქულა – 70, მინიმალური – 18. დრო – 3 საათი და 30 წუთი’
13.
სამოქალაქო განათლება: მაქსიმალური ქულა – 60, მინუმალური – 16. დრო – 3 საათი და 10 წუთი (დაემატა 10 წუთი);
14.
აფხაზური ენა: მაქსიმალური ქულა – 80, მინუმალური – 21. დრო – 4 საათი და 15 წუთი (დაემატა 15 წუთი).
2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილების მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა:
1.
წაკითხულის გააზრება: მაქსიმალური ქულა –21, ზღვრული ქულა –6,3, ქულათა მინიმუმი, რომ დადგენილი ზღვარი ჩაითვალოს გადალახულად –6,4. დრო – 75 წუთი (დაემატა5 წუთი);
2.
ანალიტიკური წერა: მაქსიმალური ქულა –20, ზღვრული ქულა –6,0, ქულათა მინიმუმი, რომ დადგენილი ზღვარი ჩაითვალოს გადალახულად –7,0. დრო – 75 წუთი;
3.
ლოგიკური მსჯელობა: მაქსიმალური ქულა –17, ზღვრული ქულა –5,1, ქულათა მინიმუმი, რომ დადგენილი ზღვარი ჩაითვალოს გადალახულად –5,2. დრო – 70 წუთი;
4.
რაოდენობრივი მსჯელობა: მაქსიმალური ქულა –20, ზღვრული ქულა –5,0, ქულათა მინიმუმი, რომ დადგენილი ზღვარი ჩაითვალოს გადალახულად –5,2. დრო – 75 წუთი (დაემატა5 წუთი);
ტესტის მოცემულ ნაწილში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი ითვლება გადალახულად, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დააგროვებს ამ ნაწილის შესაბამის ზღვრულ ქულაზე მეტს .
კონკურსში მონაწილეობის გასაგრძელებლად აუცილებელია, რომ მაგისტრანტობის კანდიდატმა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გადალახოს სამ ნაწილში მაინც.
[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]