FM97.5 / LIVE

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს 'საქართველოს მელიორაციის' წარმომადგენლები ქვემო ქართლის რეგიონის ხელმძღვანელებს შეხვდნენ [R]

მთავარიეკონომიკა, რეკლამა 26.04.2016
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გოჩა ცოფურაშვილის და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის ლევან დვალის მორიგი სამუშაო შეხვედრა რეგიონის გუბერნატორ პაატა ხიზანაშვილთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს 'საქართველოს მელიორაციის' წარმომადგენლები ქვემო ქართლის რეგიონის ხელმძღვანელებს შეხვდნენ [R]

რეგიონის საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინების მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ სამელიორაციო ინფრატსრუქტურის რეაბილიტაცია ადგილობრივ ხელისუფლებებთან მჭიდრო თანამშრომლობით იგეგემება. ამასთან დაკავშირებით შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა და კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონის დირექტორმა, ზვიად მანდარიამ, შეხვედრის ფარგლებში რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის და დაგეგმილ პროექტების პრეზენტაცია წარმოადგინეს.

საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებთან ერთად, ისაუბრა ბოლნისში განსახორციელებელ პროექტზე, რომელიც შემოდგომაზე დაიწყება. მან დამსწრე საზოგადოებას ასევე მიაწოდა ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომელსაც კომპანია საკუთარი ტექნიკითა და ძალებით განახორციელებს.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა: “მელიორაცია ერთ-ერთი განსაკუთრებული მიმართულებაა სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. დიდი სამუშაოებია ჩატარებული მთლიანად ქვემო ქართლში”. მისი თქმით, მნიშნელოვანია შემდგომში ასოციაციების ჩამოყალიბება.

სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. კომპანიის წარმომადგენლებმა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების გამგებლებმა განიხილეს რეგიონში საირიგაციო სისტემებთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები.

ქვემო ქართლის გუბერნატორმა, დადებითად შეაფასა ქვემო ქართლის მხარეში სამელიორაციო სისტემებზე ჩატარებული სარეაბილიტაციო ღონისძიებები და დასძინა, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური თანამშრომლობის შედეგია რეგიონში გაორმაგებული წყალუზრუნველყოფილი ფართობები.

2012 წლიდან დღემდე ქვემო ქართლის რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრატსრუქტურის 18 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 24 500 ჰექტრიდან 43 500 ჰექტრამდეა გაზრდილი. დღეისათვის ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო ობიექტების 6, ხოლო საქართველოს მასშტაბით 25 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქვემო ქართლში 4 000 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი [R]
მთის არხის რეაბილიტაცია დაასრულდა [R]
წყალტუბოში მაშველის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა [R]
ოთარ დანელიამ გურიაში  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა [R]
კახეთში სადრენაჟე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს [R]
იაკუბლოს წყალსაცავის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა (R)
ფიქსირდება თუ არა აზიური ფაროსანა ქვემო ქართლის რეგიონში