FM97.5 / LIVE

კახეთში სადრენაჟე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 24.06.2016
სოფლის მეურნეობის სამინისტრო და შპს "საქართველოს მელიორაცია" ქვეყნის მასშტაბით სადრენაჟე და საირიგაციო არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.

კახეთში სადრენაჟე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს [R]

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, შპს "საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი, კახეთის გუბერნატორის მოადგილესთან ერთად კახეთის რეგიონში ინაბოტის სადრენაჟე არხზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ინაბოტის სადრენაჟე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო. პროექტის ფარგლებში გაიწმინდება კოლექტორის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი. სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება და 400 ჰექტარ ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება. შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის (ჭაბუკიანი, ქალქვა, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი) მოსახლეობა აღნიშნული მიწის ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებას შეძლებს.

,,დღეისათვის კახეთის რეგიონში 7 ობიექტზე 8 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. აღნიშნული მასშტაბის სამუშაოები ბოლო ათწლეულების მანძილზე არ ჩატარებულა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომავალი წლისთვის რეგიონში რამდენიმე ათასი ჰექტრით გაიზრდება მელიორირებული მიწის ფართობი“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

2012 წლიდან კახეთის რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრატსრუქტურის 26 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი რეგიონში 6 000 ჰექტრიდან 14 000 ჰექტრამდეა გაზრდილი.

სადრენაჟე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ოთარ დანელია აბაშის რაიონში დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო [R]
ლევან დავითაშვილმა სენაკში დამშრობი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა [R]
ოთარ დანელიამ გურიაში  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა [R]
ვეჯინში  სარწყავი წყლის მიწოდება  აღდგება [R]
წყალტუბოში მაშველის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა [R]
მთის არხის რეაბილიტაცია დაასრულდა [R]
იაკუბლოს წყალსაცავის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა (R)