FM97.5 / LIVE

ოთარ დანელიამ გურიაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა [R]

მთავარისაზოგადოება 23.04.2016
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, გურიის მხარის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ და შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდინარე ფიჩორას მიმდებარე ტერიტორიაზე ჭარბი წყლის მოცილების მიზნით მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშოები დაათვალიერეს.

ოთარ დანელიამ გურიაში  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა [R]
სამუშაოები 2017 წელს დასრულდება, რის შემდეგაც, 2 900 ჰექტარ მიწის ფართობზე მოხდება ჭარბი წყლის მოცილება და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის მოსახლეობა აღნიშნული ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებას შეძლებს. პროექტის ღირებულება 1 272 000 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს ,,საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.

„სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მელიორაცია უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. შესაბამისად, ამ კუთხით სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. გურიაში, 18 კმ-იანი არხის გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა ათწლეულების მანძილზე გამოუყენებელი 3 ათას ჰექტრამდე მიწის ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებას შეძლებს. ეს ხელს შეუწყობს დარგის განვითარების სტიმულირებას“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

2012 წლიდან დღემდე, გურიის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 5 სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა, რომელთა ჯამური ღირებულება 2 150 000 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, დაშრობილი მიწის ფართობი 2 800 ჰა-დან 3 300 ჰა-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე, რეგიონში მიმდინარეობს გარდამავალი სარეაბილიტაციო 2 პროექტი, ჯამური ღირებულებით 1,720,406 ლარი, რომლის დასრულების შემდეგ დაშრობილი მიწის ფართობები დამატებით 3 100 ჰა-ით გაიზრდება.

დღეისათვის, საქართველოს მასშტაბით, შპს ,,საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს გარდამავალ სარეაბილიტაციო 22 პროექტს, ჯამური ღირებულებით 32 254 527 ლარი. შედეგეგად წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება 15,900 ჰა ფართობზე, ირიგაცია მოწესრიგდება 8,751 ჰა-ზე, ხოლო დაშრობილი მიწის ფართობები 8 725 ჰა-ით გაიზრდება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კახეთში სადრენაჟე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს [R]
ოთარ დანელია აბაშის რაიონში დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო [R]
წყალტუბოში მაშველის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა [R]
ქვემო ქართლში 4 000 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი [R]
მთის არხის რეაბილიტაცია დაასრულდა [R]
ვეჯინში  სარწყავი წყლის მიწოდება  აღდგება [R]
ლევან დავითაშვილმა სენაკში დამშრობი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა [R]