FM97.5 / LIVE

მართლმადიდებლები ბზობის დღესასწაულს აღნიშნავენ

მთავარისაზოგადოება 24.04.2016
დღეს,24 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.

მართლმადიდებლები ბზობის დღესასწაულს აღნიშნავენ

თორმეტი საუფლო დღესასწაულიდან ბზობა ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია. მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს ემთხვევა.

ამ დღეს ქრისტიანები ტრადიციულად მიდიან ეკლესიაში, ესწრებიან წირვა-ლოცვას და ბზას აკურთხებენ. ერთი წლის განმავლობაში სახლში შენახული ბზა ამ დღეს სახლიდან გამოაქვთ, ეკლესიის ეზოში სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე ტოვებენ, ან "სუფთა" ადგილზე წვავენ.

სახარების თანახმად, ბზობის დღესასწაული განსაკუთრებულ სიხარულთან არის დაკავშირებული. ამ დღეს მაცხოვარი იერუსალიმში შებრძანდა და ხალხი მას მიეგება, როგორც განმათავისუფლებელს, მხსნელს და მეუფეს. გზაზე უფენდნენ პალმის, ბზის რტოებს, ბევრი საკუთარ სამოსსაც უფენდა, ოვაციებითა და შეძახილებით ეგებებოდნენ.

ბზობას ადამიანები კიდევ ერთხელ ეზიარებიან უფლის სიხარულს და იმავდროულად, გარკვეულწილად სინანულსაც გამოხატავენ. იერუსალიმში დიდებით შესულ მაცხოვარს, ერთ კვირაში სწორედ იმ ხალხმა უღალატა, რომლებიც მას ასეთი სიხარულით შეეგებნენ.

დიდმარხვა წელს 14 მარტს დაიწყო და 1-ელ მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქრისტიანული სამყარო ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
ილია  მეორემ მართლმადიდებელ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა [Video]
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს
7, 8 და 9 აპრილს მარხულთათვის თევზით ხსნილია
კათოლიკე ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს