FM97.5 / LIVE

სამეგრელოში ახალი თხილის ბაღი გაშენდა (R)

მთავარისიახლე, რეკლამა 20.07.2016
სამეგრელოს რეგიონში ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში ახალი თხილის ბაღი გაშენდა.

სამეგრელოში ახალი თხილის ბაღი გაშენდა (R)
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროპროექტ „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში, აბაშის რაიონის სოფელ მარანში პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარის, ონისე გელენიძის 18 ჰექტარზე გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა.

ონისე გელენიძე პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის მან 56,678 ლარი მიიღო, მიღებული დაფინანსებიდან 11,678 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 45,000 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში ხეხილის ბაღები 220 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.

მთელი საქართველოს მასშტაბით ახალი ხეხილის ბაღების გაშენებული ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 1,438 ჰა-ს ხოლო დაფინანსების მოცულობა 7,4 მილიონ ლარს აღემატება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:

• ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;

• სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში კოოპერატივმა „ეკოჰერეთმა“ ახალი ხეხილის ბაღები გააშენა [R]
აჭარაში პროგრამა დანერგე მომავალის ფარგლებში ახალი მოცვის ბაღები გაშენდება [R]
ოთარ დანელიამ ზუგდიდის რაიონში ახალი თხილის ბაღი დაათვალიერა [R]
ოთარ დანელიამ სენაკში თხილის სანერგე მეურნეობა დაათვალიერა [R]
სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები სამცხე–ჯავახეთში ფერმერებს შეხვდნენ
ბოლო ორი წლის განმავლობაში,  მრავალწლოვანი კულტურების ფართობები 24 ათასი ჰექტარით გაიზარდა [R]
სახელმწიფო პროგრამების „დანერგე მომავალი“ და „ქართული ჩაი“ ბენეფიციარები GLOBAL GAP სტანდარტის  დანერგვას შეძლებენ [R]