FM97.5 / LIVE

ამ ზამთარს მძღოლებს შიშის საფუძველი არ აქვთ

მთავარისაზოგადოება 14.12.2012
პირველი თოვლი ახალციხეში. რამდენად მომზადებული ხვდება ზამთარს ქალაქი და რა თანხაა გამოყოფილი მოძრაობის უსაფრთხოებისთვის

ამ ზამთარს მძღოლებს შიშის საფუძველი არ აქვთ
დილიდან ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ტექნიკურ მარილს ყრიან. მძღოლები ამბობენ, რომ პირველ თოვლს, გზებზე შეფერხება არ გამოუწვევია.

”ქალაქში დილიდან ვმოძრაობ, ქუჩებში ყველგან მარილს ყრიან და არსად შეფერხება არ არის, თუ ასე გააგრძელეს, ზამთრის აღარ შეგვეშინდება”,-ამბობს ტაქსის მძღოლი გოგი მოთიაშვილი.

ამ ზამთარს მძღოლებს შიშის საფუძველი არ აქვთ

მუნიციპალიტეტის შიდა გზების მოვლა შენახვისთვის 2012 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში, 207 ათასი ლარია გათვალისწინებული. ქალაქში უსაფრთხო გადაადგილებას ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს ”ოცხე” უზრუნველყოფს. ხელშეკრულების თანახმად, ანაზღაურება შესრულებული სამუშაოების მიხედვით განხორციელდება. ამ დროისათვის შესრულებული სამუშაოები 70 ათას ლარის ღირებულებისაა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურში ამბობენ, რომ შიდა გზების მოვლა-შენახვისათვის მომავალ წელს შედარებით ნაკლები თანხა გამოიყოფა.

”წინა ხელშეკრულებიდან, რადგან თანხა სრულად ათვისებული არ იქნა, მომავალი წლის ბიუჯეტისთვის 150 ათასი ლარის ფარგლებშია გათვალისწინებული, რაც ჩემი აზრით სრულიად საკმარისია ასეთი სახის სამუშაოებისთვის”.-განმარტავს საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გაგა ივანიძე.

ამ ზამთარს მძღოლებს შიშის საფუძველი არ აქვთ

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბესიკ ხითარიშვილი: ”ტექნიკური მარილი საკმარისია”
ახალციხეში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალციხეში მოძრაობა არ შეფერხებულა
დაზიანებული ქუჩების აღდგენა დაიწყო
2016 წელს ქალაქის შიდა გზებისთვის 178.490 ლარია გათვალისწინებული
გაყინულ ტროტუარებზე ტექნიკურ მარილს ყრიან [Photo]
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 358 ათასი ლარით გაიზარდა