FM97.5 / LIVE

ბარ ‘არდაჰანში’ დაკავებული 8 ქალი გაათავისუფლეს

მთავარისამართალი 12.04.2016
ახალციხეში, ბარ ‘არდაჰანში’ , პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დაკავებული რვა ქალი თავისუფალია, ერთი კაცი კი კვლავ პატიმრობაში რჩება. რა იყო ნივთიერება, რის ამოსაღებადაც პოლიცია ‘არდაჰანში’ შევიდა, ჯერ ისევ უცნობია.

ბარ ‘არდაჰანში’ დაკავებული 8 ქალი გაათავისუფლეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბარ“ არდაჰანში“ დაკავებული 8 ქალი, რომლებსაც ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, გათავისუფლდა. ამავე დაწესებულებაში, ქალებთან ერთად დაკავებული ერთი კაცი კი კვლავ პატიმრობაში რჩება.

შეგახსენებთ, „არდაჰანში“ პოლიცია 6 აპრილს, ღამით შევიდა. იმ დროს ბარში 20–მდე ქალი და თურქეთის რამდენიმე მოქალაქე იყო. სამართალდამცველებმა ყველა მათგანი ჯერ გაჩხრიკეს, შემდეგ კი რაიონული სამმართველოს შენობაში გადაიყვანეს. სამმართველოს შენობა თორმეტმა ქალმა გამთენიისას, 04:30 საათზე დატოვა. 8 ქალი და 2 კაცი კი შენობაში დარჩნენ. ათივე მათგანის წინააღმდეგ პოლიციამ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლით აღძრა, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 3 მათგანს კი 166–ე მუხლს, წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ.

მეორე დღეს, 7 აპრილს, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რვა ქალს 2–დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი კაციდან ერთს 250–ლარიანი ჯარიმა დააკისრეს, ერთი კი ადმინისტრაციულ პატიმრობაში 7 დღით გაუშვეს.

შსს–ს ოფიციალური ინფორმაციით, იმ დღეს სამართალდამცველები ბარში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ნარკოტიკის ამოსაღებად შევიდნენ. მათივე ცნობით, პოლიციამ ‘არდაჰანიდან’ აბები ამოიღო და ექსპერტიზაზე გააგზავნა. ექსპერტიზის პასუხი, არის თუ არა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი აბები, ჯერ უცნობია. ამ საქმეს შსს 260–ე მუხლით იძიებს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვას ან გასაღებას გულისხმობს.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ერთ–ერთ ბარში პოლიციამ 10 ადამიანი დააკავა
ბარ ‘არდაჰანში’ ნარკოტიკი არ აღმოჩნდა
ოხანაშვილის შეურაცხყოფისთვის დაკავებული პატიმრობაში რჩება
ვალეს საბაჟოზე ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი აბები აღმოაჩინეს
სამმართველოს შენობაში ამ დროისთვის 16 დაკავებული რჩება
მოხეში დაკავებული 14 მუსლიმიდან 11–ს სასამართლომ 250 ლარი ჯარიმა დააკისრა
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო