FM97.5 / LIVE

კოლეჯ ”ოპიზარში” კომპოსტის ყუთი დაიდგა

მთავარიეკონომიკა 13.12.2012
გარემოსდაცვითი კავშირი ”სამყაროს” პროექტის ფარგლებში კოლეჯ ”ოპიზარში” კომპოსტის ყუთი დაიდგა

კოლეჯ ”ოპიზარში” კომპოსტის ყუთი დაიდგა
გარემოსდაცვითი კავშირი ”სამყაროს” პროექტი ”ნარჩენების მეორადი გადამუშავება, 3R პრინციპის გატარება და პოპულარიზაცია” მიმდინარე წელს დაიწყო. პროექტი, რომელიც ტაივანის მთავრობამ დააფინანსა მიზნად ისახავს ახალცგაზრდების აქტიურ ჩართვას გარემოსდაცვით საკითხებში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ახალციხის პროეფესიული კოლეჯის ტერიტორიაზე კომპოსტის ყუთი დაიდგა.

- ”კომპოსტის გარეშე ბიოლოგიური პროდუქტის მოყვანა და წარმოება წარმოუდგენელია. გარდა ამისა, ეს ერთ-ერთი მეთოდია მწვანე მასის ნარჩენები ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებად გადამუშავდეს. რომლებიც ნაკვეთს სასუქით ამდიდრებენ”, - განმარტავს პროექტის აგრო-კონსულტანტი ზურა სადათიერაშვილი და ამატებს, რომ კომპოსტირება მთელს მსოფლიოში აღიარებული მეთოდია.

კომპოსტირება ძირითადად გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ხდება და ორგანული ნარჩენი დაახლოებით რვა თვის განმავლობაში გადამუშავდება სასუქად.

- ”კომპოსტირდება თითქმის ყველაფერი, არასასურველია, რომ ყუთსი მოხვდეს შხამიანი მცენარეები. არ კომპოსტირდება პლასტმასი და ასე შემდეგ. დანარჩენი ნებისმიერი ორგანული მასა, ფოთოლი, სარეველა იშლება კომპოსტში”, - განმარტავს ზურა სადათიერაშვილი.

გარდა პროფესიული კოლეჯისა, პროექტის ფარგლებში კომპოსტის ყუთი კიდევ ორ სხვა ადგილას დაიდგმება.

- ”ერთი კომპოსტის ყუთი სკოლაში, ხოლო მეორე ერთ-ერთი ფერმერის სახლში განთავსდება, რადგან რაც შეიძლება მეტი მიზნობრივი ჯგუფი მოვიცვათ. დღეს ერთ-ერთი მიზნობრივი ჯგუფი ავირჩიეთ კოლეჯი ”ოპიზარი”, აქ მოსწავლეები სხვადასხვა სპეციალობას, მათ შორის სოფლის მეურნების მიმართულებას გადიან, ეს არის ვეტერინარია, წამლის გადამუშავება და ასე შემდეგ, სადაც მეტ-ნაკლებად იყეებენ ასეთი ტიპის ნარჩენებს”, - განმატრავს გარემოსდაცვითი კავშირი ”სამყაროს” დირექტორი ნანა ზუბაშვილი.

კოლეჯ ”ოპიზარის” სამკურნალო მცენარეების მოვლა-მოყვანის პედაგიგი ლინა გიორგაძე აღნიშნავს, რომ სამკურნალო მცენარეების მოყვანისას აუცილებელია ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის გამოყენება.

- ”სამკურნალო მცენარეებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ბიო-სასუქები, კომპოსტი. სამკურნალო მცენარე ჯობია ბიუოლოგიურად სუფთა პროდუქტით მოვიყვანოთ, ვიდრე ქიმიური პრეპარატებით. რადგან ბიო-პროდუქტები არანაირ უკუჩვენებას არ იძლევა. მინერალური სასუქები კი გარკვეული პროცენტით, დოზირებულად უნდა იქნას შტანილი, რომ რაიმე დარღვევას არ ჰქონდეს ადგილი”, - ამბობს ლინა გიორგაძე.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში თორმეტი მოსწავლე გადამზადდა, რომლებიც სკოლებში უფროსი კლასის მოსწავლეებს ტრენინგებს ჩაუტარებენ. რომელიც მყარი ნარჩენების მაორად გამოყენებას ეხება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ექიმი გვირჩევს: სამკურნალო მცენარეები [Video]
მეურნე: როგორ მოვიყვანოთ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი  [Video]
სამი გოგოს პროფესიული არჩევანი - ხელობა ფინანსური თავისუფლებისთვის
თიბისის სპეციალური შეთავაზება სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის ®
თაობა მაXიმუმი: გოგონები ინოვაციური იდეებით  [Video]
რატომ ვერ გახდა ახალციხე სუფთა ქალაქი
‘ფული გვჭირდება, რომ იდეა განვახორციელოთ’ – გამომგონებელი გოგონები ახალციხიდან