FM97.5 / LIVE

ვინ მიიღებს სამცხე–ჯავახეთიდან მონაწილეობას ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე

მთავარისაზოგადოება 30.03.2016
ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალს სამცხე–ჯავახეთი 12 აპრილს შეუერთდება. მუსიკის, ქორეოგრაფიისა და ზეპირსიტყვიერების დარგში რეგიონიდან მონაწილეობას 10 პიროვნება მიიღებს.

ვინ მიიღებს სამცხე–ჯავახეთიდან მონაწილეობას ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე

საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის პირველი, შესარჩევი ტური ახალციხეში, გასული, 2015 წლის 16 ივლისს გაიმართა. მასში მონაწილეობა რეგიონის სხვადახვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ფოლკლორის ყველა დარგში მიიღეს. საბოლოოდ, მეორე ტურში გადამსვლელი შემსრულებლები ჟიურის წევრებმა შეარჩიეს.

მათი გადაწყვეტილებით, 12 აპრილს, ქალაქ გორში, გაემგზავრებიან:

1. გია ბერიძე (ახალციხე;)
2. არჩილ ჯინჭველაძე (ახალციხე);
3. კუბლაშვილების საოჯახო ანსამბლი (ახალციხე);
4. ანსამბლი „მესხეთი“ (ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი, ახალციხე;)
5. მარიამ ჟუჟუნაძე - ინდივიდუალური შემსრულებელი (ახალციხე, სოფელი მუსხი);
6. ანტონ ბალახაშვილი - ავტორ-მთქმელი (ადიგენი);
7. ქორეოგრაფიული ანსამბლი "ჯავახეთი" (ხელმძღვანელები ვალიკო და ლამარა ქსპოიანები, ახალქალაქი);
8. რობერტ შეშაბერიძე – ავტორ–მთქმელი (ასპინძა);
9. აბულაძე როლანდ – ავტორ-მთქმელი (ასპინძა);
10. ანსამბლი „მზეშინა“ – (ხელმძღვანელი ლელა მუხურაძე, ბორჯომი).

მუსიკის, ქორეოგრაფიისა და ზეპირსიტყვიერების გარდა, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წარმომადგნლებიც. მათი ვინაობა ცნობილი ფესტივალის ფინალურ ტურზე გახდება.

"ფესტივალს საკუთარი დებულება, კრიტერიუმები და მოთხოვნები აქვს. ყურადღება ექცევა ტრადიციულ შესრულებას და არა თანამედროვე სტილში გადაწყვეტილ ხალხურ ნაწარმოებს. მსგავსი ნიშნით შეირჩა მაგალითად მარიამ ჟუჟუნაძე. ის შეიძლება არ არის განსაკუთრებული მომღერალი, მაგრამ თავის თავში ატარებს ტრადიციებს. გადმოსცემს ავთენტურად და ავთენტურობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განმარტავს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის რეგიონული პროექტების კოორდინატორი თეონა რუხაძე.

12 აპრილს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მეორე ტური ქალაქ გორში, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება. სამცხე–ჯავახეთთან ერთად მასში მონაწილეობას შიდა ქართულისა და მცხეთა მთიანეთის რეგიონები მიიღებენ. შერჩეული მონაწილეები ფინალში გადავლენ და ავტომატიურად ფესტივალის ლაურეატის წოდება მიენიჭებათ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთი 'საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალს' უმასპინძლებს
ახალციხეში ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი ჩატარდა
ანსამბლი 'იალონი' ბორჯომს ესტუმრება
ანსამბლი ‘მესხეთი’ პოლონეთში კონცერტს გამართავს
ასპინძა რეგიონულ ფოლკლორულ ფესტივალს უმასპინძლებს
ანსამბლი 'რუსთავი' ახალციხეში კონცერტს გამართავს
რას ნახავთ ასპინძაში ფოლკლორულ ფესტივალზე – განრიგი