FM97.5 / LIVE

ახალციხეში ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი ჩატარდა

მთავარისაზოგადოება 16.07.2015
16 ივლისს ახალციხემ „საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალს“ უმასპინძლა, ფესტივალზე საკუთარი ნამუშევრები სამცხე–ჯავახეთის ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, ასევე ქართული რეწვის ოსტატებმა წარადგინეს.

ახალციხეში ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი ჩატარდა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს ფოლკლორის 2015–2016 წლების ეროვნულმა ფესტივალმა სტარტი 4 ივლისს აიღო. ფესტივალი ორ ტურად ჩატარდება, პირველი ტური აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებს მოიცავს და 25 ივლისამდე უნდა დასრულდეს, მეორე ტური კი სექტემბრიდან დაიწყება და დასავლეთ საქართველოში გადაინაცვლებს.

საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ფარგლებში სამცხე–ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები 16 ივლისს მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრში შეიკრიბნენ.

თეატრის ფოიეში სახვითი ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. მასში მონაწილეობა რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს.

„მინანქარი, საიუველირო ნაწარმი, შანდლები და მინის სკულპტურები მაქვს წარმოდგენილი. დაახლოებით 20 წელია, რაც ამ თემაზე ვმუშაობ. პერიოდულად იყიდება ჩემი ნამუშევრები, ფასი ნამუშევარის სირთულისა და მხატვრული დონის მიხედვით განისაზღვრება“, – ამბობს ომარ სხულანძე.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი ცისანა მარიდაშვილი სამცხე–ჯავახეთის რეგიონიდან წარმოდგენილი ნამუშევრებით კმაყოფილია.

„კახეთის მერე, ყველაზე კარგად სამცხე–ჯავახეთი გამოვიდა. პირველ რიგში რაოდენობა ბევრია, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტია წარმოდგენილი და თან ძალიან საინტერესო ნამუშევრები აქვთ“, – ამბობს იგი და ამატებს, რომ დღევანდელ გამოფენაზე საუკეთესო ნამუშევრები შეირჩა, რომლებიც დაინომრა და შემდგომ დასკვნით ნაწილში წარდგენილი იქნება თბილისში, ჟიურის წინაშე.

გამოფენის პარალელურად ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ასევე ინდივიდუალური შემსრულებლები საკუთარ ნამუშევრებს ჟიურს აცნობდნენ.

„არსებობს ბევრი ადამიანი, რომელიც ინახავს წმინდა ფოლკლორს, თხზავს ლექსებს, მღერის მესხურ სიმღერას, სწორედ ეს ადამიანები შეიკრიბნენ და წარმოადგინეს თავიანთი შემოქმედება. დღეს წარმოდგენილია ცეკვა, სიმღერა, ზეპირსიტყვიერება და ასევე გამოფენა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის. წლევანდელი ფესტივალი გამორჩეულია იმით, რომ დაემატა მგალობელთა გუნდები“, – ამბობს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის რეგიონული სამსახურის კოორდინატორი მიხეილ ჯავახიშვილი.

მისივე თქმით, ჟიური დაკომპლექტებულია კომპეტენტური ადამიანებით, რომლებიც დიდი ხანია ჩართული არიან ქართული ფოლკლორის სამსახურში.

საქართველოს ფოკლორის ეროვნული ფესტივალის დასკვნითი ნაწილი 2016 წელს გაიმართება.

„საბოლოოდ თბილისში უნდა მოგროვდეს ყველა ის ადამიანი, რომელმაც დააკმაყოფილა ჟიურის მოთხოვნები და მაღალი ქულები მიიღო. გაიმართება საინტერესო კონცერტი, სადაც მთელი საქართველოდან მონაწილე პიროვნებები, სხვადახვა დარგის წარმომადგენლები წარსდგებიან თბილისელი მაყურებლის წინაშე და გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებსაც სპეციალური პრიზები გადაეცემათ“, – ამბობს მიხეილ ჯავახიშვილი და ამატებს, რომ მონაწილეებს კიდევ ბევრი საინტერესო რამ ელით.

ახალციხეში ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი ჩატარდა

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთი 'საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალს' უმასპინძლებს
„სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების შეგროვება“–  გამოფენა ახალციხეში
ვინ მიიღებს სამცხე–ჯავახეთიდან მონაწილეობას ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე
ასპინძა რეგიონულ ფოლკლორულ ფესტივალს უმასპინძლებს
რას ნახავთ ასპინძაში ფოლკლორულ ფესტივალზე – განრიგი
ასპინძაში ფოლკლორული ფესტივალისთის ემზადებიან
ბაკურიანში ფოლკლორული ფესტივალი ‘ფუძეობა’ გაიმართება