FM97.5 / LIVE

რას ასწავლიან ახალციხის სასულიერო სემინარიაში

მთავარისაზოგადოება, მოქალაქე ჟურნალისტები 26.03.2016
ვინ და რას ასწავლის ახალციხის სასულიერო სემინარიაში, რომელიც უკვე 8 წელია არსებობს; როგორ ხვდებიან აქ სტუდენტები და სად მიდიან სწავლის დასრულების შემდეგ.

რას ასწავლიან ახალციხის სასულიერო სემინარიაში
ალექსანდრე გვირჯიშვილი ახალშენის ტერიტორიაზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისთვის სატრაპეზოს აკეთებს. ეს მისი სადიპლომო ნამუშევარი იქნება.

„იდუმალის ტერიტორიაზე ახალშენის ტაძარში წირვა–ლოცვა ვერ მიმდინარეობს, ამიტომ მინდა ეს სატრაპეზო ამ ტაძარს შევწირო“, – გვეუბნება ალექსანდრე.

იგი სასულიერო სემინარიის მესამე კურსის სტუდენტია და ახლა სწორედ ბოლო ეტაპს გადის, სადიპლომოს მზადებაშია.

ალექსანდრეს მსგავსად, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის, გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარიაში 25 ახალგაზრდა სწავლობს, როგორც ვაჟები, ასევე გოგონები. მათ შორის ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. სემინარია 2008 წლიდან არსებობს. მისი რექტორი ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორეა. სემინარიაში სწავლება სამ წლიანია.

ხატწერის პედაგოგი ბექა კოპაძე გვიხნის, რომ სემინარიის სტუდენტები სწავლობენ თეორიულ საგნებსაც და პრაქტიკულსაც: „სწავლობენ ხატწერას, მინანქარს, ხეზე და ქვაზე კვეთას, თექაზე მუშაობას, ქარგვას, გობელენისა და ხალიჩის ქსოვას. ასევე, გალობას, კალიგრაფიასა და თეორიულ საგნებს“.

რას ასწავლიან ახალციხის სასულიერო სემინარიაში

სემინარიის სტუდენტები პირველ სასწავლო წელს ყველა საგანს გადიან, მეორე წელს მხოლოდ იმას რაც უკეთ გამოსდით, მესამე წელს კი სადიპლომოსთვის ემზადებიან.

სემინარიაში 6 პედაგოგი და 2 სასულიერო პირი მუშაობს. ბექა კოპაძის განმარტებით, სასულიერო პირები თეორიულ ნაწილს, კერძოდ, ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიან.

სწავლის დამთავრების შემდეგ სტუდენტები სპეციალურ დიპლომებს იღებენ. მათ ნაწილს თავად სასწავლებელი ასაქმებს, ახალგაზრდები სარესტავრაციო სამუშაოებზე მუშაობენ. ნაწილი კი კერძო შეკვეთებზე მუშაობს.

სემინარიაში სწავლა უფასოა. აქ გაკვეთილები ყოველდღე ტარდება. დრო მოსწავლეებზეა მორგებული, – ისინი, ვინც სხვაგან სწავლობენ, სემინარიაში დღის მეორე ნახევარში მიდიან.

სემინარიაში სწავლა ზაფხულში, ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში იწყება. სწავლის მსურველები გაბარებენ გამოცდას ხატვაში და გადიან გასაუბრებას მეუფე თეოდორესთან. სემინარიაში მოსახვედრად პირადობის დამადასტურებელი საბუთისა და სრული ზოგადი განათლების ატესტატის ასლია საჭირო. გარდა ამისა, აუცილებელია პირადი მოძღვარის რეკომენდაცია.

ბექა კოპაძე ამბობს, რომ ასაკობრივი შეზღუდვა არაა, მთავარია მსურველს სრული ზოგადი განათლება ჰქონდეს მიღებული.

რას ასწავლიან ახალციხის სასულიერო სემინარიაში

[ნათია გულიაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ქონებას ფლობს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი
ახალციხეში ლელა ნაროზაულის 70 წლის იუბილე აღნიშნეს
დღეს პატრიარქს 84 წელი შეუსრულდა
ახალციხეში მეუფე თეოდორეს ეპისკოპოსად კურთხევის დღე ღონისძიებით აღინიშნა
ვინ არიან ახალციხის საპატიო მოქალაქეები
აბასთუმანში ხანძრის ჩაქრობაში სასულიერო პირები ერთვებიან
მიტროპოლიტი თეოდორე: „100 000 ლარი ტაძრის მშენებლობის დასრულებას არ ეყოფა“