FM97.5 / LIVE

ქალაქის შემოსასვლელი ნაგავსაყრელად იქცა

მთავარიეკონომიკა 10.12.2012
ნაგავი ხელოვნურ ტბასთან; ქალაქის შემოსასვლელში ნარჩენების გროვა დღითი-დღე იზრდება; ვინ არღვევს კანონს და რატომ არ ისჯება დამნაშავე

ქალაქის შემოსასვლელი ნაგავსაყრელად იქცა
ახლადგაკეთებულ ხელოვნური ტბის კომპლექსთან, რომლის მოწყობაც 2 000 000 ლარამდე დაჯდა, სამშენებლო ნარჩენი გროვდება. როცა ქალაქში მშენებლობების ბუმი დაიწყო, ახალციხის ციხიდან და სხვა ობიექტებიდან აქ ნარჩენები სატვირთო მანქანებით დაჭაობებული ადგილის ამოსაშრობად, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ნებართვით მოჰქონდათ. ციხეზე სამუშაოების დასრულებისა და ნარჩენების მოსწორების შემდეგ, როგორც გამგეობაში გვიხსნიან, აქ ნარჩენების გატანა აიკრძალა. თუმცა, ამ დრომდე ტბასთან, სასტუმრო ”რიოს” გვერდით, არამხოლოდ ქვა-ღორღი და ნაშალი მასალა, არამედ პოლიეთილენის პარკები, პლასტმასის თასები, საღებავის ყუთები, ტომრები და თოკები ყრია.

”ღამით მოაქვთ და ყრიან”, - ამბობს სასტუმრო ”რიოს” მეტრონე გია კაპანაძე.

ტერიტორია, სადაც ნაგავი გროვდება, მუნიციპალური საკუთრებაა. კაპანაძემ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივ თვითმმართველობას სწორედ ამიტომ მიმართა: ”მითხრეს, რომ ამ საკითხს მოაგვარებდნენ”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ აქ მოქალაქეები ნარჩენებს თვითნებურად ყრიან.

”გვიდნდოდა მაგ ტერიტორიისთვის ლენტი შემოგვერტყა, რომ ნარჩენები აღარ შეეტანათ, ვგეგმავდით პატრულისთვისაც მიგვემართა, მაგრამ შემდეგ სხვა პრობლემები გამოჩნდა და ეს საკითხი ყურადღების მიღმა დაგვრჩა”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი გიქოშვილი.

ამ დროისთვის ქალაქში ხუთზე მეტი ობიექტი შენდება. თუმცა, როგორც ეს ახალციხის ციხის მშენებლობისას იყო და თვითმმართველობის ნებართვით სამშენებლო ნარჩენი, გარკვეულ ადგილებზე გროვდებოდა, ახლა ასე აღარაა. ქალაქში სამშენებლო ნარჩენისთვის ადგილი გამოყოფილი არაა.

”სამშენებლო ნარჩენებთან შეხება არ გვაქვს. არცერთ მშენებელს ჩვენთან ხელშეკრულება არ გაუფორმებია და არც მეკითხებიან ნაგავი ნაგავსაყრელზე უნდა შეიტანონ თუ არა. ვისაც აქ ნაგავი შეაქვს, უნდა დააჯარიმონ”, - აცხადებს ახალციხის დასუფთავების სამსახურის უფროსი ამირან ნოზაძე.

ქალაქის შემოსასვლელი ნაგავსაყრელად იქცა

ქალაქში მშენებარე ობიექტებზე აცხადებენ, რომ სამშენებლო ნარჩენი არ აქვთ.

”ჯერ ნარჩენი არ გვაქვს, თუ რაიმე დაგვიგროვდა გავიტანთ სადმე”, - გვიპასუხეს ყოფილი რკინიგზის სადგურზე სასტუმროს მშენებლობაზე დასაქმებულებმა.

კარკასი ისე შეკრეს და სახურავიც დაადგეს ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე მშენებარე სასტუმროს, რომ ნარჩენები არც აქ მორჩენიათ.

”ნაგავი ჯერ არსად გაგვიტანია, თუ ქაღალდის ცარიელი ტომრები დაგვიგროვდა, აქვე ვწვავთ”, - გვითხრა შპს ”ფოცხოვის” მუშამ ზაზა ჩაჩანიძემ.

ნარჩენების გატანა, როგორც გვეუბნებიან, ამ დრომდე არც 9 აპრილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლებს დასჭირვებიათ.

”ფიცრებს აქვე ვაწყობთ, სხვა ნარჩენი არ გვიგროვდება”, - ამბობს კომპანია ”ზიმოს” მუშა ირაკლი მერმანიშვილი.

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივას” ანალიტიკოსის ქეთი გუჯარაიძის განცხადებით, კანონი ნარჩენების შესახებ, რომელიც დაადგენდა ნარჩენების კატეგორიებს და იმ ორგანოებს, რომლებიც პასუხისმგებელი უნდა იყვენენ თითოეული კატეგორიის ნარჩენის მართვასა და სწორ განთავსებაზე, არ არსებობს. შესაბამისად, ეს საკითხი კანონმდებლობით საერთოდ არ რეგულირდება.

2012 წლის მარტში, ცვლილებები შევიდა კანონში "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ", რის შედეგადაც 2012 წლის 1 მაისიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ექსლუზიურ უფლებამოსილებებში "ნაგავსაყრელების მოწყობა" აღარ შედიოდა.

ეს უფლებამოსილება კანონით გადაეცა კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც 2012 წლის 1 აპრილამდე უნდა დაეფუძნებინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შემდეგ 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაეცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის.

ქალაქის შემოსასვლელი ნაგავსაყრელად იქცა

”რა როგორ იქნება, არც მთავრობის შეცვლის შემდეგ ვიცით, რადგან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ახალი ხელისუფლება გაუქმებას უპირებს, ეს საკითხი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება”, - ამბობს გუჯარაიძე.

ადგილობრივ თვითმმართველობაში კი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი სანაგვეს გაუქმებასა და აქ გარკვეული კონტროლის დაწესებასათვის ღონისძიებების გატარებას, სწორედ ახალად დანიშნული ხელმძღვანელი პირებისგან ელიან.

”ახალი ხელმძღვანელობა მოვა და როგორც გადაწყვეტენ ისე იქნება”, - გვითხრა გიორგი გიქოშვილმა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნაგავსაყრელების მოწყობაზე პასუხისმგებელი ორგანო არ არსებობს
უმართავი ნარჩენები
ქალაქის შემოსასვლელში ნაგავსაყრელს ცეცხლი უკიდია
რატომ ვერ გახდა ახალციხე სუფთა ქალაქი
ახალციხეში ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დაიწყო
სამშენებლო ნარჩენები სასწავლებლის ეზოში – პოლიტიკა თუ უდროობა
ახალციხეში განახლებული ნაგავსაყრელი გაიხსნა