FM97.5 / LIVE

ვალეში საბავშვო ბაღს გაარემონტებენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 15.03.2016
ქალაქ ვალეში საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შენობის საპროექტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „მესხმშენპროექტი“ უზრუნველყოფს.

ვალეში საბავშვო ბაღს გაარემონტებენ

ქალაქ ვალეში ერთადერთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაცია წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დაახლოებით 550.000 ლარია გათვალისწინებული.

მანამდე ვიდრე, შენობის რეაბილიტაცია დაიწყება, საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს. აღნიშნულისთვის კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15.000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს შპს „მესხმშენპროექტი“ განახორციელებს.

ვალეს საბავშვო ბაგა–ბაღში 150 აღსაზრდელი ირიცხება. ქალაქის გარდა ბავშვები სოფელ ვალედანაც დადიან.

ახალციხის თემის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის ლელა ზაზაძის განმარტებით, შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები საზაფხულო არდადეგებს დაემთხვევა.

„სამუშაოების არდადეგების შემდეგაც გაგრძელდება. თუ მშობლების მოთხოვნა იქნება, ბავშვებს სხვილისისა და მეროე შახტის ბაღში გადავანაწილებთ, სხვა შემთხვევაში ალტერნატიულ ფართსაც მოვძებნით“, – ამბობს ლელა ზაზაძე.

მისი თქმით, რეაბილიტაციის შემდეგ გაცილებით მეტი რაოდენობის აღსაზრდელის მიღებას შეძლებენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის თემის საბავშვო ბაღები ზაფხულში არ დაისვენებენ
ბორჯომში სამი ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა
ახალციხის ბაღებში სწავლა 5 სექტემბერს დაიწყება
ახალციხის N1 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ®
ახალციხის ორ ბაღში სწავლა განახლდა
სოფელ ფერსაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს