FM97.5 / LIVE

კოალიციამ მხარი დაუჭირა ინიციატივას, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა

მთავარისაზოგადოება 07.03.2016
კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ დღეს, 7 მარტს, სხდომაზე მხარი დაუჭერა ინიციატივას, რომ კონსტიტუციაში ქორწინება ქალის და მამაკაცის ერთობად განისაზღვროს.

კოალიციამ მხარი დაუჭირა ინიციატივას, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა

„კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განხილულ საკითხთა შორის ერთ-ერთი უმთავრესია - ინიცირება საკონსტიტუციო ცვლილებისა, რომელიც ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის, სამოქალაქო კოდექსში არსებული განმარტების საკონსტიტუციო დონეზე გამყარებას გულისხმობს", – განაცხადა საქართველოს პრემიერ – მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი განცხადებით, პოლიტსაბჭომ საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირების პროცესის დაწყებას მხარი დაუჭირა. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ დააფიქსირა განსხვავებული პოზიცია, რაც ეხება არა საკითხის შინაარსს, არამედ - მისი განხორციელების გზებსა და საშუალებებს.

ამასთანავე, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ცოტა ხნის წინ გააკეთა მნიშვნელოვანი განაცხადი, რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგია, რაც გამყარდა კიდეც შესაბამისი კანონმდებლობის მიღებით.

ჩვენ, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით, ერთხმად გიდასტურებთ კოალიციის ერთგულებას პრინციპისადმი, რაც გულისხმობს დისკრიმინაციის ყველა ფორმის მიურებლობას და აღკვეთას და ამავდროულად გამოვდივართ ინიციატივით, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ფასეულობის დაცვა, როგორიცაა ქორწინება, გარანტირებული იყოს ქვეყნის მთავარი კანონის - კონსტიტუციის დონეზე“, – განაცხადა პრემიერმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რას ფიქრობენ სამცხე–ჯავახეთში  NGO-ები ქორწინების კონსტიტუციით დაკანონებაზე
ახალციხელების მოსაზრებები ქორწინების შესახებ "ქართული ოცნების" ინიციატივაზე [Video]
ქორწინების საკითხზე საკონსტიტუციო პროექტი პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს გადაეცა
ახალციხეში ოჯახის ცნების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება განიხილეს
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტმა მხარი მეორე მოსმენითაც დაუჭირა
'ეს არის საპარლამენტო პლურალიზმისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი' – აშშს–ს საელჩო საკონსტიტუციო ცვლილებებზე