FM97.5 / LIVE

რას პასუხობს აკაკი მაჭუტაძე ტარიელ ნაკაიძის ბრალდებას

მთავარიპოლიტიკა 05.03.2016
‘გამომყევით ადიგენში და ერთად გავესაუბროთ ადგილობრივებს’ – სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის განცხადებას, რომ ადიგენში კონფლიქტების მაპროვოცირებელი გუბერნატორია, აბსურდს უწოდებს.

რას პასუხობს აკაკი მაჭუტაძე ტარიელ ნაკაიძის ბრალდებას

4 მარტს, ბათუმში გამართულ მუსლიმების გამაფრთხილებელ აქციაზე, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ ტარიელ ნაკაიძემ ბოლო დროს ადიგენში არსებული რელიგიური კონფლიქტების პროვოცირებაში სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე დაადანაშაულა.

„ერთ–ერთი საკითხი ადიგენის გამგებლისა და რეგიონის გუბერნატორისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაა, ორივე მათგანი სისტემატურად ერთვება მსგავს მანიპულაციებში და ხშირად ასეთი შემთხვევები ინიცირებულია მათ მიერ. ყველა ბოლო დროს მომხდარი ინციდენტი მათ უკავშირდება“, – განაცხადა ნაკაიძემ.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი, აკაკი მაჭუტაძე ამბობს, რომ ნაკაიძის განცხადება აბსურდულია. მისი თქმით, ის, ვინც მას რაიმე ნიშნით სოფელში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებაში ადანაშაულებს, ცრუობს.

„ეს არის მტკნარი სიცრუე, მსგავს ფაქტს ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია“, – ირწმუნება გუბერნატორი.

აკაკი მაჭუტაძე ამბობს, რომ სოფელ ადიგენში რელიგიურ დაპირისპირების მოგვარებაში უშუალოდ ჩაერთო და ერთ–ერთი იყო მათ შორის, ვინც დაპირისპირებების შემდეგ მოლაპარაკების მაგიდასთან იჯდა. მეტიც, მაჭუტაძე ირწმუნება, რომ მზადაა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ერთად ეწვიოს ადიგენს და დაელაპარაკოს თითოეულ მცხოვრებს, მუსლიმსაც და ქრისტიანსაც.

„გავესაუბრები ყველას, ვინც კონფლიქტის მაპროვოცირებლობას მაბრალებს“, – აცხადებს გუბერნატორი.

[ვარლამ წიკლაური, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ტარიელ ნაკაიძე: ‘რელიგიური კონფლიქტების მაპროვოცირებელი გამგებელი და გუბერნატორია'
აკაკი მაჭუტაძე: საკადრო ცვლილებები უმტკივნეულო იქნება
აკაკი მაჭუტაძე: ზარალი დიდია, თუმცა ისეთი არა, როგორც წინა წლებში
გამოკითხვა: როგორ აფასებთ გუბერნატორის ოთხწლიან მუშაობას [Video]
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი გასულ წელს აფასებს
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი მოადგილის წასვლაზე სიტყვაძუნწობს
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი თანამშრომლებს გაეცნო