FM97.5 / LIVE
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობდა

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობდა

მთავარიეკონომიკა 19.02.2016
დღეს, 19 თებერვალს, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთს ეწვივნენ.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობდა

მაგისტრალის ქართულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები და ინფრასტრუქტურა კოლეგებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დაათვალიერებინა.

სამივე ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეფასებით, ეს ისტორიული მნიშვნელობის პროექტია, რომლის ფარგლებშიც აზიისა და ევროპის კონტინენტები ერთმანეთს დაუკავშირდება.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედება მნიშვნელოვნად გაზრდის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას, ხელს შეუწყობს ტვირთების მოზიდვას და აბრეშუმის გზის პროექტის რეალიზაციას.

„სამი ქვეყანა ძალიან დიდ რესურსს ვხარჯავთ იმისთვის, რომ ამ პროექტმა შეძლოს ახალი სინერგიის მოტანა რეგიონთაშორისი ურთიერთობების განვითარებისთვის. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის. მხოლოდ საქართველოს მონაკვეთზე 700 მილიონზე მეტი დაიხარჯა და როდესაც დამთავრდება ეს პროექტი, მას 1400 კაცზე მეტი ადამიანი მოემსახურება, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. ეს ნამდვილად იქნება ისტორიული მნიშვნელობის გზა და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ვიხილავთ პირველ გადაზიდულ ტვირთს ამ მონაკვეთებზე"- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ხდება აბრეშუმის გზის აღდგენა.

„ეს პროექტი მნიშვნელოვანია როგორც დიდი ბრიტანეთისთვის და ჩინეთისთვის, ასევე ევროპისა და აზიისთვის, რადგან ხდება აბრეშუმის გზის აღდგენა, რომლის ფარგლებშიც მოხდება ლონდონისა და პეკინის ერთმანეთთან დაკავშირება" - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს გზის გამოყენება შესაძლებელი იქნება.

"ჩვენი აქ სტუმრობა კარგი ინიციატივაა, ჩემი თვალით ვხედავ, რომ ვასრულებთ იმ დიდი გზის მშენებლობას, რომლის განხორციელების იდეაც 7 წლის წინ გაჩნდა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე წლის ბოლოს გამოვიყენებთ გზას, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით, რომელიც იქნება წარმატებული მთლიანად რეგიონისთვის", - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ელმარ მამედიაროვმა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში
დავით ფერაძემ 'თბილისის აბრეშუმის გზის' ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ®
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
ბორჯომში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ტექნიკურ საკითხებზე მსჯელობენ
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო
ბაკურიანში ‘სოფლის პროგრამის’ პროექტი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად შეარჩიეს
ირაკლი ღარიბაშვილმა მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის სარკინიგზო უბანი მოინახულა