FM97.5 / LIVE

ახალქალაქში ბინების პრივატიზაცია გაგრძელდა

მთავარიეკონომიკა 14.11.2012
ახალქალაქში, ყოფილ პირველ სამხედრო დასახლებაში ინვენტარიზაცია მიმდინარეობს. შემდეგ კი პრივატიზაციის პროცესი დაიწყება

ახალქალაქში ბინების პრივატიზაცია გაგრძელდა
პირველი რუსული სამხედრო დასახლება რუსი სამხედრო მოსამსახურეებისგან 2007 წლის ივლისში გათავისუფლდა. ამის შემდეგ ქონება თავდაცვის სამინისტროს გადაეცა. მოგვიანებით, დასახლების საცხოვრებელი ნაწილი გადავიდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, რომელმაც ის ადგილობრივ ხელისუფლებას გადასცა.

ადგილობრივ ხელისუფლებას გადაეცა სამხედრო დასახლებაში არსებული 700 ბინა, საიდანაც 210-ის ბედი წინასწარ იყო გადაწყვეტილი. 190 ბინა სამოქალაქო პერსონალს ქონდა დაკავებული, დანარჩენი კი პენსიონერებს. ამ ბინების პრივატიზება საქართველოსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე აუცილებლად უნდა მომხდარიყო. დანარჩენი 490 ბინის საკითხის გარკვევა ადგილობრივ ხელისუფლებას 2007 წლის დასრულებამდე სურდა, თუმცა. ზამთრის საკითხი დღემდე მოუგვარებელია.

პრივატიზაცია ხანგრძლივ პროცესად იქცა. თავიდან არც ისე იოლად, მაგრამ მაინც მოხდა ბინების ნაწილის პრივატიზაცია მათზე, ვისაც ორდერები ქონდა. ამის შემდეგ კი პროცესი ხან გრძელდება, ხან ისევ წყდება.

წელს პრივატიზაციის პროცესი წინასაარჩევნოდ შეჩერდა, შემდგომ კი კვლავ გაგრძელდა. ამჯერად ადგილობრივი ხელისუფლება იმ ბინების ინვენტარიზაციას ატარებს, სადაც ხალხი წლებია ცხოვრობს. აღნიშნული ბინების კერძო სკუთრებაში გადაცემა უპრობლემოდ მოხდება, თუ მცხოვრები წარმოადგენს ცნობას საჯარო რეესტრიდან, რომ მას საკუთარ სახელზე რეგისტრირებული სხვა უძრავი ქონება არ გააჩნია და ნოტარიულად დამოწმებულ ცნობას, რომ მრავალი წლის განმავლობაში ამ კონკრეტულ ბინაში ცხორობს. პირველი ბინების ინვენტარიზაცია დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ არ არის პრივატიზებული.

ბინების განაწილების კომისიის თავმჯდომარის ვიტალი თოროსიანის თქმით, ცარიელი ბინები, თუნდაც მათ `პატრონი~ ჰყავდეს, თავისუფალი ბინების ფონდში შევა. მომავალში, მათ საჭიროების მქონე ხალხს გადასცემენ. ასევე, ბინები, რომლებიც საცხოვრებელი ფართის გაზრდის მიზნით ხელოვნურად მიუერთეს ერთმანეთს, მფლობელებს ჩამოერთმევა და თავისუფალი ბინების ფონდს გადაეცემა.

ნაირ ტოკმაჯიანი 16 წელია ყოფილ სამხედრო დასახლებაში ცხოვრობს. იგი მარტოხელაა და არანაირი დოკუმენტი არ გააჩნია, თუმცა, იმედი აქვს, რომ ბინას გადასცემენ: `ბევრჯერ მივმართე, მაგრამ პრივატიზაციის უფლებას მიზეზის ახსნის გარეშე არ მაძლევდნენ. ჩემს ბინაში ჯერჯერობით არავინ მოსულა~.

დასახლებაში მცხოვრებ ერთ-ერთ ქალბატონს, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, ბინა უკვე პრივატიზებული აქვს: "მარტო ვცხოვრობ. დავრჩი, რათა არ მოსულიყვნენ, ჩემს სახლში არ შემოჭრილიყვნენ და არ წაერთმიათ. შვილები რუსეთში ცხოვრობენ. იმ 200 ადამიანს შორის ვიყავი, ვისაც ორდერები გვქონდა, მაგრამ ყოველთვის იყო საფრთხე, რომ მოვიდოდნენ და სახლს წამართმევდნენ. იყო შენობები, სადაც ორგანოების თანამშრომლები შევიდნენ და მიითვისეს, ჩვენი ხალხი კი ქუჩაში გამოყარეს".

ყოფილი სამხედრო დასახლების კიდევ ერთ მკვიდრს, ვინც აქ დიდი ხანია ცხოვრობს, მაგრამ ბინა პრივატიზებული არ აქვს, იმედი გაუჩნდა, რომ ბინას გაიფორმებს.

"20 წელია აქ ვცხოვრობ და ორდერიც მაქვს, თუმცა, მუდმივი მოლოდინის რეჟიმში ვარ, როდის მოვახერხებ ბინის პრივატიზებას. ორი კვირის წინ მოვიდნენ და შეამოწმეს. არის ხალხი, ვინც ცარიელი ბინები დაიკავა და როგორღაც პრივატიზებაც მოახერხა. ჩვენ კი ჩვენი საკუთარი სახლის პრივატიზება ვერ გაგვიკეთებია. ჩვენს შენობაში არის ბინები, სადაც არავინ ცხოვრობს, მაგრამ უკვე პრივატიზებულია", - გვითხრა მან.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ბინები თვითმმართველობას გადაეცემა
‘უჭირთ დოკუმენტების მოტანა, ეს აფერხებს პროცედურებს’– მერი სამხედრო ბინების პრივატიზებაზე
თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს ბინები საკუთრებაში გადასცა [R]
20-წლიანი უშედეგო ბრძოლა ბინის დასაკანონებლად
'180 სამხედრო წლის ბოლომდე ბინას მიიღებს' – პრემიერი
თავდაცვას ბინების გადმოცემაზე დასტური ჯერ არ გაუცია, წინასაარჩევნოდ კი ხალხს მათ პრივატიზებას დაჰპირდნენ
ძალოვანი უწყებების თანამშრომლები ბინების ჩაბარებას ითხოვენ