FM97.5 / LIVE

ადამიანები ნიჯგორიდან [Photo]

მთავარიფოტოამბავი 08.11.2012
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორში, სოფლის მთელ სიგრძეზე, გზაზე გადმოდგმულ სავაჭრო დახლებს შეხვდებით - ტყლაპით, ჩურჩხელებით, ბაქმაზიანი (თუთისგან დამზადებული ტკბილი წვენი) ქილებით და სხვადასხვა ხილის ჩირით დატვირთულს. დახლის მიღმა მდგომ ყველა ადამიანს თავისი ისტორია აქვს.

ადამიანები ნიჯგორიდან [Photo]
დარეჯან დევნოსაძე, 53 წლის, - ნიჯგორში წელიწადში რამდენიმე თვით ჩამოდის. ორ შვილთან ერთად ძირითადად თბილისშია. ადრე რაი-აღმასკომში მუშაობდა, ახლა არსად არ მუშაობს. ამბობს, რომ უკან დაბრუნება რომ შეეძლოს, ყველაფერს გააკეთებდა, სამსახური რომ ჰქონოდა.

ადამიანები ნიჯგორიდან [Photo]
ელიკო იველაშვილი, 75 წლის, - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პრტენიდან საროში გათხოვდა. 3 ვაჟიშვილისგან 7 შვილიშვილი ჰყავს. ორი წელია, რაც საცხოვრებლად ნიჯგორში ჩამოვიდა. შვილები თბილისში ცხოვრობენ, ბებიასთან მხოლოდ მეცრეკლასელი შვილიშვილი ელენეა. ”მე შვილები დავუზარდე ჩემს რძალს და ის სკოლაში მუშაობდა. უნდა მუშაობდნენ ქალები, აბა რა!”-ამბობს და აქვე გვეუბნება, რომ ”ახლანდელი ახალგაზრდების ცხოვრება არ მოსწონს: ”წინათ ამდენი ჩაცმა არ იყო. ახლა მეტი ჩაცმა უნდათ”.

ადამიანები ნიჯგორიდან [Photo]
გალინა ლომსაძე, 75 წლის, - წარმოშობით ჩუნჩხიდანაა, თუმცა, ხერთვისში გაიზარდა. 26 წლის იყო რომ გათხოვდა და 32 წელიწადი ქალაქ რუსთავში იცხოვრა. ამბობს, რომ განვლილი ცხოვრებიტ კმაყოფილია. ”კაი დრო გავატარე, ვისწავლე, საექთნო დავამთავრე, მერე ვიმუშავე: ჯერ ტოლოშის საავადმყოფოში, მერე ასპინძის საავადმყოფოში. მერე გავთხოვდი რუსთავში, ქალაქის საავადმყოფოში ვმუშაობდი, მთავარი ექთანი ვიყავი, მაგრამ ბავშვებს ვერ შევუწყე ხელი და პოლიკლინიკაში გადავედი სამუშაოდ, მცოცავი გრაფიკით”. ნიჯგორში 90-იან წლებში დაბრუნდა. იმ პერიოდში ქალაქში ცხოვრება გასჭირდა და ოჯახმა სოფელს მოაშურა. ”თან რძალი მოვიყვანე და რძალს ორი დედამთილი რომ დახვდება, ხომ წარმოგიდგენიათ. კარგი რძალი კი შემხვდა, პრობლემა არ ჰქონდა, მაგრამ ასე ვამჯობინეთ”.

ადამიანები ნიჯგორიდან [Photo]
გულო დიასამიძე, 52 წლის, - ნიჯგორში 1981 წელს, სოფელ ნაქალაქევიდან გამოთხოვდა. ამბობს, რომ ოჯახის შემოსავალი მხოლოდ მეუღლის პენსიაა: ”რაც გამოვთხოვდი, იმ წლიდან მოყოლებული ასე ვყიდი პროდუქტებს. ხან 1 ლარს ვირებ დღეში, ხან 5-ს, ხან მეტსაც. გამვლელ-გამოვლელი ყიდულობს”.

ადამიანები ნიჯგორიდან [Photo]
ჟენია ასპანიძე, 77 წლის, - 20 წლის იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხიდან ნიჯგორში რომ გათხოვდა. 4 შვილი, 8 შვილიშვილი და 6 შვლთაშვილი ჰყავს. ორი წელიწადია სახლის წინ დადგმულ მაგიდაზე საკუთარი ხელით დამზადებულ სოფლის პროდუქტებს ყიდის. 17 წელიწადი ვარძიაში დამლაგებლად იმუშავა, ტურბაზის დაშლის შემდეგ მხოლოდ დიასახლისობას სჯერდება. ამბობს, რომ ბოლო სამი დღეა ერთი ჩურჩხელაც არ გაუყიდია.

ადამიანები ნიჯგორიდან [Photo]
ნადია ასპანიძე, 82 წლის, - ნიჯგორში მეზობელი სოფლიდან, საროდან გამოთხოვდა. 6 შვილი და 15 შვილიშვილი ჰყავს. მეოთხე კლასის შემდეგ არსად უსწავლია. ამბობს, რომ ადრე კოლმეურნეობასა და ფერმაში მუშაობდა. ფიქრობს, რომ ახლა ქალები პრეტენზიულები გახდნენ: ”ჩვენ დროს ვიყავით მიწურ სახლში, ახლა არიან კრიშიან სახლში; ჩვენ წივას ვწვავდით, ახლანდელები არ კადრულობენ, ტყიდან მოტანილი შეშის დაწვაც არ მოსწონთ”.

ადამიანები ნიჯგორიდან [Photo]
ზოია ლონდარიძე, 59 წლის,- ნიჯგორში დაიბადა და გაიზარდა. ერთი შვილი და ორი შვილიშვილი ჰყავს, სიამაყით ამბობს, რომ მალე მესამე ეყოლებათ. თავად 16 წლის იყო რომ გათხოვდა, სიყვარულით. ამ გადასახედიდან ფიქრობს, რომ არასწორად მოიქცა. ოჯახი მისმა შვილმაც 16 წლის საკში შექმნა, თანაკლასელზე დაქორწინდა. ”იმ დროისთვის ბავშვური სიყვარული იყო ალბათ. მამა არ მყავდა, ობოლი ვიყავი და ვიჩქარე. ახლა ვფიქრობ, რომ შეცდომა იყო, 20-21 წლის მაინც უნდა იყოს გოგო რომ გათხოვდეს”, - ამბობს იგი.

ადამიანები ნიჯგორიდან [Photo]
ფერუზა ხვეჯიანი, 80 წლის, -ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ერჯადან ასპინძაში, სოფელ ნიჯგორში გამოთხოვდა. 25 წლისას მეუღლე ავტოავარიაში დაეღუპა და ოთხი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, მათგან მეოთხე, ვაჟი, სულ რაღაც 40 დღის. მისი მოანაგარი ახლა 44 ადამიანია - შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები. ამბობს, რომ სიკვიდილის არ ეშინია, მამული ენანება, მამული, რომელსაც 80 წელი ემსახურა: ”ისეთი ქალი ვარ, არც ხელი მიჩერდება, არც ფეხი. დასაწოლი ვარ და ვერ ვწვები!

[ნინო ნარიმანიშვილი, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ნიჯგორში პოლიციელს  სცემეს
ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა
ნიჯგორში ავარიის შედეგად 20 წლის მამაკაცი დაშავდა
სოფელ ნიჯგორში  წყალსაქაჩის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ
'ზამთრის' ცოლები
მეეზოვის ცოცხი მკერავის მაკრატლის ნაცვლად
‘გოგოს სწავლა რად უნდა’ – კარტოფილის მკრეფავი ქალების ამბები ჯავახეთიდან [photos]