FM97.5 / LIVE
2000–მდე სოფელს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ექნება

2000–მდე სოფელს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ექნება

მთავარისაზოგადოება 13.11.2015
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო.

2000–მდე სოფელს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ექნება

პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს 10 რეგიონის - აჭარის, გურიის, იმერეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის 500-მდე სოფლისთვის.

პირველი ფაზის დასრულების შემდეგ მეორე ფაზა დაიწყება.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში ინტერნეტი საქართველოს 2000 სოფელში შევა და მოსახლეობის 91%-სთვის ხელმისაწვდომი გახდება. პროექტის განხორციელება 2018 წელს უნდა დასრულდეს.

პროექტი ასევე მოიცავს რეგიონის მასშტაბით კვალიფიციური კადრების გადამზადებას, ტრენერების მომზადებას, დამწყები მაღალტექნოლოგიური კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. პროექტის ფარგლებში განხორციელდება საგრანტო პროგრამებიც, რომლებიც ინოვაციური პროექტების სხვადასხვა ფაზებს დააფინანსებს. გათვალისწინებულია ასევე ინტერნეტიზაციის პროცესის ხელშემწყობი ქმედებები, მათ შორის კომპიუტერული წიგნიერების, კომპიუტერიზაციის და მცირე და საშუალო ინტერნეტ პროვაიდერული ბიზნესის ხელშეწყობა.

პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარია, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით განხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონისა და სოფლების ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით დაფარვა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის სოფლები, სადაც ინტერნეტი შევა
შსს-ს აკადემიამ პროექტი ‘განათლებისთვის ხელშესახები მომავალი პროფესია’დაიწყო
პროგრამა - მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მაღალმთიან სოფლებს!®
სამცხე-ჯავახეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის სამუშაოები
პრემიერმა ბესიკ ამირანაშვილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად წარადგინა
ბიძინა ივანიშვილი სამცხე–ჯავახეთის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა