FM97.5 / LIVE

ბორჯომსა და ადიგენში უკანონოდ მოქმედი სახერხი და მრგვალი მორი აღმოაჩინეს

მთავარისამართალი 26.10.2015
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო და მრგვალი მორი აღმოაჩინეს.

ბორჯომსა და ადიგენში უკანონოდ მოქმედი სახერხი და მრგვალი მორი აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში სახერხ-საამქროს რეგლამენტით გათვალისწინებული წესების დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში რეგისტრირებული სახერხი სამქროს ტერიტორიაზე ნაპოვნი იქნა უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი. აღნიშნული სახერხი საამქრო დაილუქა.

ამავე მუნიციპალიტეტში, სოფელ ყვიბისში ნანახი იქნა უკანონო სახერხი დაშლილ მდგომარეობაში, სადაც განთავსებული იყო პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი. დანადგარი და ფიცარი კანონის შესაბამისად გადაიტანეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სათავსოში, უკანონოდ მოპოვებული 3 მ- 5 მ სიგრძის მრგვალი მორები აღმოაჩინეს. სამართალდარღვევის ფაქტზე შედგა შესაბამისი აქტი.

კიდევ ერთი ფაქტი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბანში გამოვლინდა. მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა განთავსებული სახერხი საამქრო, სადაც აღმოჩენილი იქნა პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი და უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი. განხორციელდა სახერხი საამქროს დემონტაჟი და გადატანილ იქნა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენსა და ბორჯომში უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი და ფიცარი აღმოაჩინეს
ბორჯომსა და ადიგენში უკანონო სახერხი და მრგვალი მორი აღმოაჩინეს
ბორჯომში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო და ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
ბორჯომში უკანონო სახერხი და მრგვალი მორი აღმოაჩინეს
მზეთამზეში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქროები გამოავლინეს
ჭობისხევსა და დაბაძველში ხე–ტყით უკანონოდ სარგებლობის ფაქტები გამოავლინეს
ბორჯომსა და ადიგენში ხე–ტყით უკანონოდ სარგებლობის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს