FM97.5 / LIVE

ახალციხეში ‘ნაციონალების’ საწინააღმდეგო აქციებზე საუბარს ‘საჭიროდ არ თვლიან’

მთავარიპოლიტიკა 20.10.2015
გუშინ, 19 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციებთან გამართულ აქციებსა და ოფისის კარის აჭედვას, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ახალციხის მერიასა და გამგეობაში დუმილით პასუხობენ.

ახალციხეში ‘ნაციონალების’ საწინააღმდეგო აქციებზე  საუბარს ‘საჭიროდ არ თვლიან’
რას ფიქრობენ გუშინ გამართულ აქციაზე, ხომ არ უკავშირდება მომხდარი NDI-ს კვლევებს, ვის მიერ იყო ორგანიზებული მათი აზრით და ემიჯნებიან თუ არა მომხდარს, – ხელმძღვანელი პირებისთვის ამ კითხვების დასასმელად „სამხრეთის კარიბჭემ“ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო –ადმინისტრაციის, ახალციხის მერიისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს შუამდგომლობა სთხოვა.

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, განაცხადეს, რომ ამ თემაზე რაიმეს თქმის საჭიროებას ვერ ხედავენ.

„არ ვთვლით, რომ ეს აქციები მართული იყო და კომენტარის გაკეთების საჭიროებასაც ვერ ვხედავთ“, –გვითხრა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ია გოგატიშვილმა.

იგივე პასუხი მივიღეთ ახალციხის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან: „არ ვთვლით საჭიროდ, რომ ამ თემაზე კომენტარი გავაკეთოთ“.

ახალციხის მერიაში ინეტერვიუს შესათანხმებლად დალოდება გვთხოვეს. „მერი შეხვედრაზეა, როცა გათავისუფლდება, შეგეხმიანებით“, – გვითხრა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მთავარმა სპეციალისტმა სოფო მესხმა. 19:00 საათის მონაცემებით, „სამხრეთის კარიბჭე“ მერიას ჯერ ისევ ელოდება.

ერთადერთი, ვინც მომხდარი შეაფასა, ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი თამარ გოგოლაძეა. მას პირდაპირ, შუამავლის გარეშე, ტელეფონით დავუკავშირდით.

„ყველა ადამიანს აქვს აზრის თავისუფალი გამოხატვის უფლება, იქ თუ რაიმე კანონდარღვევა არ იყო, მეტს ვერაფერს ვიტყვი. ნამდვილად არ ვიცი ვისი ორგანიზებით გაიმართა და ეს კითხვა არც არავისთვის დამისვამს“, – ამბობს თამარ გოგოლაძე და ამატებს, რომ ვინ იყვნენ აქციაზე, არ იცის, – „მედიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს ვათვალიერებდი ჩემს თანამშრომლებთან ერთად და საერთოდ ვერავინ ვიცანი“.

შეგახსენებთ, გუშინ, 19 ოქტომბერს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის რაიონულ ორგანიზაციასთან ტრანსფარანტებითა და შეძახილებით: „'SOS ლიკვიდირებული ენმ', 'გაქრით მწამებლებო', უნდა წავიდნენ საქრთველოდან ეს გარეწრები', 'ნაციონალებო გადაშენდით', 'გამოდით თქვე კურდღლებო', 'გაეთრიეთ აქედან', 'რუსთავი–2 –დამპალი მიშას მონები, 30–მდე მოქალაქემ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები შეძახილებით პარტიის წევრებს მიმართავდნენ, შემდეგ კი ოფისის შესასვლელი კარი აჭედეს, წარწერით: "SOS, ლიკვიდირებულია".

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ენმ ახალციხის ოფისთან გამართული აქცია საკრებულოს სხდომაზე განიხილეს
'ნაციონალებო გადაშენდით' – აქცია ახალციხეში [Photo]
სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები აქციაზე არ მიდიან
ახალციხის მერიაში პრესსამასახურის უფროსად ია გოგატიშვილი ინიშნება
'ლიკვიდირებული ენმ' –  ახლციხეში 'ნაციონალებს' ოფისის კარი აუჭედეს
სამხარეო ადმინისტრაციის სახურავზე მაშველები მუშაობენ [Photo]
რას ფიქრობენ სამცხე – ჯავახეთის ხელისუფლებაში პრემიერის გადადგომაზე