FM97.5 / LIVE

ყველის ფესტივალის გამარჯვებულები სამცხე–ჯავახეთიდან

მთავარიეკონომიკა 14.10.2015
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ყველის მწარმოებელთა გილდიის ორგანიზებით გამართულ ყველის საერთაშორისო ფესტივალში გამარჯვებულთა შორის მეწარმეები სამცხე–ჯავახეთიდანაც დასახელდნენ.

ყველის ფესტივალის გამარჯვებულები სამცხე–ჯავახეთიდან

ყველის საერთაშორისო ფესტივალი "კავკასიური ყველი 2015" თბილისში, რიყის პარკში გაიმართა, სადაც 60–მდე სახეობის ყველი იყო გამოფენილი. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ინდივიდუალური მწარმოებლები, ასევე მსხვილი საწარმოები სამცხე-ჯავახეთიდან.

დარგის სპეციალისტებითა და ყველის ტექნოლოგიებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ 7 ნომინაციაში 12 გამარჯვებული ყველი გამოავლინა. გამარჯვებულთა შორის დასახელდნენ ახალციხელი, ასპინძელი, ახალქალაქელი და ნინოწმინდელი მწარმოებლები.

ჟურნალ „გემრიელი“-ს რჩეულის ტიტული მიიღეს ასპინძიდან მეწარმე ნანი დათაშვილმა და სოფელ ანდრიაწმინდიდან მეწარმე გალინა დიასამიძემ, ყველის უმაღლესი ოსტატის წოდება კი მიენიჭათ ნინოწმინდაში მოქმედ საწარმოებს შპს „მმბ“-ს (მელს ბდოიანი) და შპს „ვან 412“-ს (ვან კაზარიანი). მელს ბდოიანის საწარმომ შპს „მმბ“-მ ასევე ნომინაციაში „ხალხის რჩეული“ - I ადგილი მოიპოვა.

კატეგორიაში „საუკეთესო ევროპული ყველი“ ასევე I ადგილი, ხოლო უმაღლესი ჯილდო - ოქროს მედალი აიღო ნომინაციაში „ტრადიციული კავკასიური ყველი“ შპს. „ვან 412“-მა, მე-3 ადგილზე გავიდა ინდივიდუალური მეწარმე ნანა დათაშვილი ნომინაციაში „საუკეთესო ევროპული ყველი“.

უმაღლესი ჯილდო მოიპოვა "მონასტრის ყველმა" ახალქალაქი-კუმურდოს ეპარქიიდან ნომინაციაში „ყველის მრავალფეროვნება და ინოვაცია“.

გამარჯვებულები სპეციალური დიპლომებითა და მედლებით დააჯილდოვეს.

ყველის მწარმოებელთა გილდიის ინიციატივით, მომავალ წელს ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები საქართველოს რეგიონებშიც გაიმართება.

ყველის ფესტივალის გამარჯვებულები სამცხე–ჯავახეთიდან

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ჭობარეთში ტენილი ყველის ევროპაში გასატანად ემზადებიან [Video]
თიბისის მხარდაჭერით ყველის ქარხანა 'სანტა' წარმოებას აფართოებს ®
Skკულინარია: ყველის ხინკალი [ვიდეო]
კვირის აქცენტი: ტენილი ყველი ევროპული ბაზრის გზაზე [Video]
ნომინაციაში „რუსთველოლოგია“გამარჯვებული გამოვლინდა
კვირის აქცენტი: ტენილი ყველი ევროპული ბაზრის გზაზე  [სომხურენოვანი]
პრემია ‘საბას’ გამარჯვებულები ცნობილია ®