FM97.5 / LIVE
MDF: მედიასაშუალებების რამდენიმე წარმომადგენელს მუშაობაში ხელი შეეშალა

MDF: მედიასაშუალებების რამდენიმე წარმომადგენელს მუშაობაში ხელი შეეშალა

მთავარისიახლე, არჩევნები 08.10.2016
მედიის განვითარების ფონდის ინფორმაციით, 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის პროცესში, მედიასაშუალებების რამდენიმე წარმომადგენელს მუშაობაში ხელი შეეშალა.

MDF: მედიასაშუალებების რამდენიმე წარმომადგენელს მუშაობაში ხელი შეეშალა

კერძოდ:

ნეტგაზეთის ჟურნალისტს დაცვის პოლიციამ გადაღებული მასალის ჩვენება მოსთხოვა და მისი გადაღება აუკრძალა (08:33): თბილისში, მთაწმინდის ოლქის მე-6 საარჩევნო უბანში, სადაც ხმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უნდა მიეცა, დაცვის პოლიციის თანამშრომელმა ნეტგაზეთის ჟურნალისტებს გადაღებული მასალის ნახვა მოსთხოვა და მიმართა, რომ მისთვის არ გადაეღოთ.

რუსთავი 2-ის ჟურნალისტს საარჩევნო უბანზე შეურაცხყოფა მიაყენეს (15:44): ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, ბათუმის 26-ე საარჩევნო უბანზე რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. კურიერის ჟურნალისტი საარჩევნო უბანზე დარღვევების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდა. ​

ნეტგაზეთის ჟურნალისტი უბანზე არ შეუშვეს (08:37). თბილისის ჩუღურეთის მე-14 საარჩევნო ოლქის მე-15 უბანზე 7-დან 8 საათამდე პერიოდში ონლაინ გამოცემა "ნეტგაზეთის” ჟურნალისტი, ასევე დამკვირვებლები არ შეუშვეს. უბნის კომისიის თავმჯდომარემ გამოცემას განუმარტა, რომ 7 საათამდე მისული დამკვირვებლები შეუშვეს, შემდეგ კი უბანი 1 საათით ჩაკეტეს.

მეგა TV-ს, ონლაინ გამოაცემების "ქუთაისიპოსტის" და "ნეტგაზეთის” ჟურნალისტებს ქუთაისში, სასჯელაღსრულების დაწესებულების #127 სპეციალურ უბანზე რამდენიმე საათი არ უშვებდნენ (13:56): 11:20 საათზე ციხის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუმარტეს, რომ ისინი მათთვის გადაცემულ სპეციალურ სიაში არ იყვნენ, ხოლო ცესკოს მიერ გაცემული მოწმობები დედანი არ იყო. ცესკოსთან კომუნიკაციის შემდეგ, 12:20 სთ-ზე ჟურნალისტები ადგილზე შეუშვეს, თუმცა, საარჩევნო უბანზე „ნეტგაზეთის" რეპორტიორს ხმის ჩამწერი და ფოტო კამერა არ შეატანინეს. ფოტოკამერის გამოყენების უფლების შეზღუდვის გამო საიამ კომუნიკაცია დაამყარა სასჯელაღსრულების მინისტრთან, რის შემდეგაც „ნეტგაზეთს" უბანზე ფოტოკამერა შეატანინეს.

მედიის განვითარების ფონდი მოუწოდებს დაცვის პოლიციას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ასევე სხვა სუბიექტებს ხელი არ შეუშალონ ჟურნალისტებს თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორცილებაში, რათა მათ საარჩევნო პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირება შეძლონ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

#32 საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი ნახევარი საათით ადრე მივიდა
ახალქალაქის N1 უბანზე განმეორებითი კენჭისყრა იმართება
ახალქალაქის N1 უბანზე განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა
მაჟორიტარობის კანდიდატი საარჩევნო უბანზე
N2 აბასთუმნის საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი მივიდა
N3 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა
ახალციხის N5 საარჩევნო უბანზე 10-მა ამომრჩეველმა ხმის მიცემა ვერ შეძლო