FM97.5 / LIVE

ხელისუფლება ვარძიაში, ოპოზიცია რუსთავში – სახალხო დღესასწაულის პოლიტიკური ელფერი

მთავარისაზოგადოება 27.09.2015
მესამე წელია სახალხო დღესასწაულს „შოთაობას“ ხელისუფლება ვარძიაში, ოპოზიცია კი სოფელ რუსთავში აღნიშნავს. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მმართველი გუნდის მოსაწვევებზე უარი თქვა.

ხელისუფლება ვარძიაში, ოპოზიცია რუსთავში – სახალხო დღესასწაულის პოლიტიკური ელფერი

გუშინ, 26 სექტემბერს, ვარძიაში „შოთაობა 2015“ იზეიმეს. გასული წლის მსგავსად, სახალხო დღესასწაულს ვარძიაში წელსაც არ დასწრებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. პარტიის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა და აქტივისტებმა „შოთაობა“ სოფელ რუსთავში აღნიშნეს.

ოპოზიცია პროტესტს იმ არგუმენტით ამართლებს, რომ „შოთაობის“ რუსთავიდან ვარძიაში გადატანა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
„უკეთესი იქნებოდა თუკი ვარძიობა ვარძიობად, ხოლო შოთაობა შოთაობად დარჩებოდა და ასპინძას შერჩებოდა ეს ორი ტრადიციული დღესასწაული, რომელსაც ყველა აღვნიშნავდით. ორივეს ცალ-ცალკე, თავისი დატვირთვა ექნებოდა, ვარძიობას ისტორული, შოთაობას კი კულტურული. ეს ტრადიცია დაირღვა , მაგრამ ჩვენ ყოველ წელს, როდესაც შოთაობა იქნება, აქ შევიკრიბებით, შოთა რუსთაველის ძეგლთან“, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა ტარიელ ლონდარიძემ.

იგი ფიქრობს, რომ რადგან „შოთაობის“ აღდგენა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლის, სანდრა რულოვსის სახელს უკავშირდება, ახალმა ხელისუფლებამ ღონისძიების ადგილი ამიტომ შეცვალა.

„ვინც ადგილის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო, ალბათ კარგი იქნება დაასაბუთოს ადგილის ცვლილების მიზანშეწონილობა. ჩვენ რაიმე არგუმენტები არ მოგვისმენია. არ გაგვიგია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას ემსჯელა ამ საკითხზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი დამოკიდებულება ნათლად გამოიხატება და ჩვენ არა ვარძიაში, არამედ რუსთავში, შოთა რუსთაველის ძეგლთან აღვნიშნავთ შოთაობის დღესასწაულს“, – ამბობს ტარიელ ლონდარიძე.

„ისტორიულად, „შოთაობა“ პირველად 1966 წელს, სოფელ რუსთავში აღინიშნა, რამდენიმე წელი იყო ვარძიაში, შემდეგ კი რაღაც პერიოდი საერთოდ გააუქმეს. ჩვენ ტრადიციას არ ვარღვევთ“, – ამატებს ასპინძის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესიკ ბექაური.

ხელისუფლება ვარძიაში, ოპოზიცია რუსთავში – სახალხო დღესასწაულის პოლიტიკური ელფერი

რატომ არ დაესწრო უმცირესობა სახალხო დღესასწაულს – ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კითხვაზე პასუხი არ აქვთ.

„მოსაწვევები ჩაბარებული აქვთ“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი.
სოფელ რუსთავის ნაცვლად ვარძიაში „შოთაობა“ 2013 წლიდან აღინიშნება.

„ვარძია ტურისტული ცენტრია, თან ვარძიის კომპლექსი და "ვეფხისტყაოსანიც", ორივე ერთი ეპოქის ძეგლია“, - ასე ახსნეს მაშინ ადგილობრივ თვითმმართველობაში დღესასწაულის ადგილის შეცვლის გადაწყვეტილება.

სწორედ იმ პერიოდიდან, 2013 წლიდან, ვარძიაში გამართული გრანდიოზული ღონისძიების პარალელურად, რუსთავში, მოკრძალებულად აღნიშნავენ „შოთაობას“ „ნაციონალები“.

შეგახსენებთ, დღესასწაულს საფუძველი 1966 წელს ჩაეყარა. მოგვიანებით, რამდენიმე წლის განმავლობაში, დღესასწაულის აღნიშვნა შეწყდა. 2008 წლიდან კი გაზეთ ”ლიტერატურული მესხეთის” გადაწყვეტილებითა და ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის პატრონაჟით აღდგა.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძამ, შესაძლოა, ‘შოთაობა’ აღარ აღნიშნოს
ვარძიაში  სახალხო დღესასწაული „შოთაობა“ იზეიმეს [Photo]
26 სექტემბერს ვარძიაში 'შოთაობის' დღესასწაულს იზეიმებენ
სოფელ რუსთავში სახალხო დღესასწაულს 'შოთაობას' ზეიმობენ [ფოტო]
ასპინძაში სახალხო დღესასწაულის 'შოთაობის' აღნიშვნა გადაიდო
'შოთაობის' სახალხო დღესასწაული სოფელ რუსთავში გაიმართება
სახალხო დღესასწაული - ”შოთაობა”