FM97.5 / LIVE

სოფელ რუსთავში სახალხო დღესასწაულს 'შოთაობას' ზეიმობენ [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.09.2019
დღეს, 29 სექტემბერს ასპინძაში, სოფელ რუსთავში „შოთაობის“ დღესასწაულს აღნიშნავენ. შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხური რეწვის ოსტატთა, მხატვრების და შშმ პირთა ნამუშევრებია გამოფენილი, მოწყობილია მესხური ოდები, სადაც სტუმრებს მესხური კერძების დაგემოვნება შეეძლებათ.

სოფელ რუსთავში სახალხო დღესასწაულს 'შოთაობას' ზეიმობენ [ფოტო]
„შოთაობის“ აღნიშვნა სოფელ რუსთავში 12:00 საათზე დაიწყო. კულტურული და სპორტული ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„ჩემი, მეუღლის და შვილის ნამუშევრები მაქვს გამოტანილი, ასე ვთქვათ საოჯახო გამოფენაა. ტყავის ჩანთები, ფერადი ქაღალდებით დამზადებული ვაზები და ყვავილები, ასევე დსხადასხვა სახის სამკაულები, ვისაც მოეწონება მივყიდით", – ამბობს მაკა ბიბილაშვილი.

სოფლის შესასვლელში, სადაც დღესასწაულის აღნიშვნა მიმდინარეობს, საბავშვო კუთხეცაა მოწყობილი. 14:00 საათზე საზეიმო კონცერტი დაიწყება ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. მოგვიანებით კი გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულებს დაჯილდოებენ.

კულტურული ღონისძიებების პარალელურად, ტარდება სპორტული ღონისძიებებიც: ქართული ჭიდაობაში, ჯილდაობასა (ქვის აზიდვა) და მაკლავჭიდში.

"შოთაობის" სახალხო დღესასწაული 2008 წლიდან აღდგა და იგი სოფელ რუსთავის ტერიტორიაზე იმართებოდა. 2013 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის ცვლილებასთან ერთდ, ღონისძიების ჩატარების ადგილიც შეიცვალა და მან რუსთავიდან ვარძიაში გადაინაცვლა. ექვსი წლის შემდეგ, წელს "შოთაობა" ისევ სოფელ რუსთავში გაიმართება.

სოფელ რუსთავში სახალხო დღესასწაულს 'შოთაობას' ზეიმობენ [ფოტო]

სოფელ რუსთავში სახალხო დღესასწაულს 'შოთაობას' ზეიმობენ [ფოტო]

სოფელ რუსთავში სახალხო დღესასწაულს 'შოთაობას' ზეიმობენ [ფოტო]

სოფელ რუსთავში სახალხო დღესასწაულს 'შოთაობას' ზეიმობენ [ფოტო]

[მარიამ ბარძიმაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში სახალხო დღესასწაულის 'შოთაობის' აღნიშვნა გადაიდო
'შოთაობის' სახალხო დღესასწაული სოფელ რუსთავში გაიმართება
მოესწრება თუ არა ასპინძაში ‘შოთაობის’ ორგანიზება – ტენდერი მეორედ გამოცხადდა
‘შოთაობის’ ორგანიზებისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
‘შოთაობის’ ორგანიზებისთვის მეორედ გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
ასპინძაში 'შოთაობას' ზეიმობენ
ხელისუფლება ვარძიაში, ოპოზიცია რუსთავში – სახალხო დღესასწაულის პოლიტიკური ელფერი