FM97.5 / LIVE

პროკურატურა ნინოწმინდის გამგეობის თანამშრომლების შესაძლო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტებს იძიებს

მთავარისამართალი 19.09.2015
სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლების მიერ შესაძლო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტებს ეხება, გამოძიება დაიწყო;

პროკურატურა ნინოწმინდის გამგეობის თანამშრომლების შესაძლო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტებს იძიებს

სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეზე იმ მოქალაქეების ნაწილი დაკითხეს, რომლებმაც საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებებით მიმართეს. 11 სექტემბერს ჩვენება საზოგადოებარივი მოძრაობა „ახალი რეალობისთვის“ თავმჯდომარემ მერაბ შათირიშვილმა და ნინოწმინდაში მცხოვრებმა ხაჩატურ მარკარიანმა მისცეს.

შათირიშვილმა მთავარ პროკურატურას საჩივრით 23 ივლისს მიმართა, ორი დღით ადრე კი აქ საჩივარი ნინოწმინდაში მცხოვრები 14 მოქალაქის და მათ შორის ხაჩატურ მარკარიანის ხელმოწერითაც შევიდა. აღნიშნული განცხადებები გამოსაძიებლად სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურას გადაეგზავნა და ძიება სსკ–ის 342–ე მუხლით, 3 სექტემბერს, დაიწყო.

მერაბ შათირიშვილი და ხაჩატურ მარკარიანი აცხადებენ, რომ ნინოწმინდაში რეალურად ტენდერებით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დიდი ოდენობით თანხა იხარჯება, სამუშაოები კი ბოლომდე არ სრულდება და რაც კეთდება ისიც უხარისხოდ. ამაზე კი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი გაგიკ კარსლიანი არ რეგირებს. რაც მათ აძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ „ამ ყველაფრის უკან თავად გამგებელი დგას“.

„250 ათასი ლარი იყო გამოყოფილი ქალაქში საკანალიზაციო სისტემის მოსაწესრიგებლად, ვითომ გააკეთეს: ფეკალიები ქუჩაშია ამოსული, ჭები ამოწეულია მიწიდან, ყველა მილი დამსკდარია და რაც მთავარია, ეს მილები მიდის ქალაქში მდებარე ტბისკენ“, – ამბობს შათირიშვილი.

მარკარიანის თქმით, კი გარდა საკანალიზაციო სისტემისა ქალაქში ხარვეზებით გაკეთდა ხიდები: „ასევე, უკანონოდაა გაცემული მიწებიც. მაგალითად, გამგებელმა 300 კვადრატული მეტრი მიწა ქალაქის პარკში მოქალაქეზე გააფორმა როგორც სახნავ სათესი ფართობი, რა სახნავ–სათესი უნდა იყოს ქალაქის ცენტრში?! გვინდა, რომ ეს ყველაფერი სამართალდამცავებმა გამოიძიონ“.

გარდა ტენდერებისა, შათირიშვილი გამგებელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაშიც ადანაშაულებს: „მას შემდეგ რაც ნინოწმინდაში ჩავედი და ამ ტენდერების შედეგები ვნახე, კარსლიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა იმის შესახებ, რომ თითქოს მე და გია კორკოტაშვილი მას 50 ათას დოლარს ვთხოვდით იმის სანაცვლოდ, რომ ამ ყველაფრის შესახებ მთავრობისა და მედიის ყურამდე ამბავი არ მიგვეტანა“.

შათარიშვილის განცხადებით, თუ ეს მართლა ასე იყო და იგი გამგებელს ფულს სძალავდა, მაშინ თავად კარსლიანს ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის და არა ჟურნალისტებისთვის უნდა გაემჟღავნებინა: „მას თავად უნდა ეთანამშრომლა პროკურატურასთან, მე კი არ უნდა მიმემართა საგამოძიებო ორგანოსთვის, რომ ეს ფაქტი გამოეძიებინათ“.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელს გაგიკ კარსლიანს „სამხრეთის კარიბჭე“ ვერ დაუკავშირდა, იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში ამბობენ, რომ ძიება სსკ–ის 342–ე მუხლითაა დაწყებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს და რაც შეეხება განცხადებაში მითითებულ სხვა ფაქტებს, თუ გამოძიებისას სხვა დანაშაულიც გამოიკვეთა, ბუნებრივია რეაგირებას მოახდენენ.

[თამუნა უჩიძე, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა საჩივრით მიმართავს ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი მთავარ პროკურატურას
ქეთევან ხმალაძის საქმეში ბრალდებულების შესაძლო ცემის ფაქტს პროკურატურა იძიებს
რა შუამდგომლობით მიმართავს ახალციხის ყოფილი გამგებლის ადვოკატი პროკურატურას
ნინოწმინდის გამგებელი: „ქორწილში მანქანით ჩემი შვილი იყო“
ასპინძელი პოლიციელების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო
ახალციხის გამგებელი პასუხისგებაში მისცეს
ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარის საქმეზე პროკურატურამ ძიება შეწყვიტა