FM97.5 / LIVE

11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე აღინიშნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.09.2016
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს. დილიდან ტაძრებში სადღესასწაულო წირვა–ლოცვა ტარდება.

11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე აღინიშნება


11 სექტემბერს მართმადიდებლური ეკლესია იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს განსაკუთარებით აღნიშნავენ ვარძიის მახლობლად, გამოქვაბულში მდებარე სამლოცველოში. ამ ადგილას „თავკვეთულა“ ჰქვია. წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს მდინარე მტკვარზე წყლის დონე იკლებს, მორმწუნეები სამლოცველომდე მისასვლელ მდინარეზე ფეხით გადადიან.

წმინდა სახარების მიხედვით, წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავი გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით მოკვეთეს. მანამდე წმ. ნათლისმცემელი ჰეროდეს საპყრობილეში ჰყავდა დატყვევებული, რადგან მას უზნეო ცხოვრებისთვის დაუფარავად ამხელდა კანონიერი ცოლის დატოვებისა და საკუთარი ძმის, ფილიპეს მეუღლესთან, ჰეროდიადასთან უკანონო თანაცხოვრების გამო.

წმ. წინასწარმეტყველის თავის მოკვეთის სურვილით ფილიპეს ჰეროდეას ქალიშვილმა, სალომეამ დედის ჩაგონებით მიმართა, რადგან მას სძულდა წმ. ნათლისმცემელი.

სალომეა ფილიპეს დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე ცეკვავდა. მისი ცეკვით მოხიბლული ჰეროდე კი სალომეას ნებისმიერი სურვილის შესრულებას დაჰპირდა. სალომეამ ლანგარზე წმ. იოანე ნათლისმცემლის თავი მოითხოვა. წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს მორწმუნეები ტრადიციულად მარხვით აღნიშნავენ.

11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე აღინიშნება


[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეა
11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე აღინიშნება
ეკლესია დღეს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს იხსენებს
სამცხე-ჯავახეთში იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე აღნიშნეს
‘თავკვეთულაზე’ იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე აღნიშნეს
მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს