FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე აღნიშნეს

მთავარისაზოგადოება 11.09.2013
მართლმადიდებელმა მრევლმა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე, ვარძიის მახლობლად, გამოქვაბულში მდებარე სამლოცველოში განსაკუთრებულად აღნიშნა

სამცხე-ჯავახეთში იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე აღნიშნეს
11 სექტემბერს მართმადიდებლური ეკლესია იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს განსაკუთარებით აღნიშნავენ ვარძიის მახლობლად, გამოქვაბულიში მდებარე სამლოცველოში. ამ ადგილას „თავკვეთულა“ ჰქვია. წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს მდინარე მტკვარზე წყლის დონე იკლებს, მორმწუნეებმა სამლოცველომდე მისასვლელად მდინარე ფეხით გადაიარეს.

მრევლის სიმრავლის გამო თავკვეთულაზე წირვა-ლოცვა დღეს ორჯერ ჩატარდა. 07:30 საათზე წირვა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა მამა იობმა აღავლინა, 10:00 საათზე კი წირვა კუმურდო-ახალქალაქის მეუფემ ნიკოლოზმა ჩაატარა.

„უკვე მრავალი წელია დღევანდელ დღეს ამ ადგილას აღვნიშნავთ. თვითონ ვარ იმის მომსწრე, რომ ამ დღეს მდინარე გასაოცრად იკლებს. ჩვენ ამ მდინარეზე ხშირად ვყოფილვართ, მაგრამ მტკვარი ასეთი დაბალი არასოდეს ყოფილა“, - ამბობს კუმურდო-ახალქალაქის მეუფე ნიკოლოზი.

პარალელურად მიმდინარეობდა წირვა-ლოცვა წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ვანის ქვაბთა მამათა მონასტრის ტაძარში, სადაც წირვა-ლოცვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ აღავლინა.

თავკვეთულაზე მორწმუნეები მთელი საქართველოდან იკრიბებიან. სტუმრები დღესაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან იყვნენ ჩამოსულები.

„თერჯოლიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვედით. პირველად ვარ და მოხიბლული ვარ ამ ულამაზესი ადგილით. იმ სასწაულის მომსწრეც გავხდი, როდესაც წყალი კლებას იწყებს“, - ამბობს ნინო სოფრომაძე.

არიან ისეთებიც, ვისაც თავკვეთულაზე დღევანდელი დღის აღნიშვნა ტრადიციად აქვს ქცეული.

„ჩვენ უკვე დიდიხანია ამ დღესასწაულს აქ ვხვდებით. თუ უფლის ნება იქნება კიდევ ჩამოვალთ. ძალიან კმაყოფილები ვართ. სამცხე-ჯავახეთს ისე არ დავტოვებთ თუ კიდევ ერთხელ არ მოვინახულებთ კულტურულ ძეგლებს“, - ამბობს ქეთი სესიაშვილი, რომელიც ოჯახთან ერთად თბილისიდან ჩამოვიდა.

იმის გამო, რომ სამლოცველოს შესასვლელი ვიწროა, მორწმუნეებს ტაძარში შესასვლელად საათობით რიგში დგომა მოუწია.

„ღამის 2 საათზე ჩამოვედით, რომ ტაძარში დროულად შევსულიყავით. ამ დღესასწაულს ყოველთვის დიდი სიხარულით ველოდებით“, - ამბობს თბილისში მცხოვრები მზია რაზმაძე.

მეუფე ნიკოლოზმა მრევლს თავკვეთულას ისტორია კიდევ ერთხელ შეახსენა.

„მესხეთში ერთი ძალიან საინტერესო, წმინდა ადამიანი ბაგრატ დევნოსაძე ცხოვრობდა. მას ბაგრატ პაპას ეძახდნენ, რომელიც 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. სწორედ ამ ადამიანმა აღმოაჩინა ეს ტაძარი. სალოცავი სავარაუდოდ 8-9 საუკუნისაა“, - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

მისივე თქმით, ბაგრატ დევნოსაძემ ეს ამბავი პირველად სწორედ ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტს იობს გაუმხილა, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ ეს გამოქვაბული მეორედ აღმოაჩინა.

წმინდა სახარების მიხედვით, წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავი გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით მოკვეთეს. მანამდე წმ. ნათლისმცემელი ჰეროდეს საპყრობილეში ჰყავდა დატყვევებული, რადგან მას უზნეო ცხოვრებისთვის დაუფარავად ამხელდა კანონიერი ცოლის დატოვებისა და საკუთარი ძმის, ფილიპეს მეუღლესთან, ჰეროდიადასთან უკანონო თანაცხოვრების გამო.

წმ. წინასწარმეტყველის თავის მოკვეთის სურვილით ფილიპეს ჰეროდეას ქალიშვილმა, სალომეამ დედის ჩაგონებით მიმართა, რადგან მას სძულდა წმ. ნათლისმცემელი.

სალომეა ფილიპეს დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე ცეკვავდა. მისი ცეკვით მოხიბლული ჰეროდე კი სალომეას ნებისმიერი სურვილის შესრულებას დაჰპირდა. სალომეამ ლანგარზე წმ. იოანე ნათლისმცემლის თავი მოითხოვა. წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს მორწმუნეები ტრადიციულად მარხვით აღნიშნავენ.

[მანანა სარაშვილი, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეა
11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე აღინიშნება
ეკლესია დღეს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს
11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე აღინიშნება
მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს იხსენებს
‘თავკვეთულაზე’ იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე აღნიშნეს
მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს