FM97.5 / LIVE

ახალციხის მერია „სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება

მთავარისაზოგადოება 05.09.2015
‘სამხრეთის კარიბჭეს’ მიერ გავრცელებულ ფოტოს, რომელზეც ასახულია ახალციხის ერთ–ერთი ბაღის ეზოში გამოფენილი დაბინძურებული ლეიბები, ახალციხის მერია ოფიციალური განცხადებით ეხმაურება.

ახალციხის მერია „სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება

მერიის მიერ ფეისბუქის გვერდით გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სოციალურ ქსელსა და მედია საშუალებებში ვრცელდება ფოტო ახალციხის ერთ-ერთ საბავშვო ბაგა-ბაღში ახალი სასწავლო წლისათვის სამზადისისა და საძინებლებისთვის განკუთვნილი ლეიბების მდგომარეობის შესახებ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ახალციხის მერიის ააიპ. „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორი ნანა ბერიძე აცხადებს რომ, ქალაქის ბაღებში საძინებლებისათვის საჭირო ინვენტარი მართლაც რთულ მდგომარეობაშია, რადგან იგი რამდენიმე ათწლეულია არ განახლებულა. სწორედ მათი განახლების მიზნით მიმდინარეობს არსებული საწოლი ლეიბების მდგომარეობის შესწავლა და გადარჩევა.

გუშინ აღნიშნულ პროცესს შეესწრო ადგილობრივი მედია საშუალების წარმომადგენელი, საიდანაც მოხდა ინფორმაციის გავრცელება.

ნანა ბერიძის თქმით, უკვე არსებობს შეთანხმება ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში არსებულ მატყლისა და ბამბის გადამამუშავებელ საწარმოსთან, სადაც მოხდება აღნიშნული ლეიბების განახლება.

საწარმო სექტემბრის ბოლოდან ეტაპობრივად განაახლებს ქალაქის 8 საბავშვო ბაღის კუთვნილ 242 ლეიბს.

ამასთანავე, აღსანიშნავია რომ ყველა საბავშვო ბაღი მზად არის ახალი სასწავლოწლისთვის, რომელიც 7 სექტემბერს დაიწყება. ქალაქის სამ -№3,№ 4 და №6 საბავშვო ბაგა- ბაღში სრულდება სველი წერტილების მოწესრიგება. ახალციხის მერიამ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან შეიძინა საოჯახო ელექტრო-ტექნიკა,რომლის საერთო ღირებულება 15463 ლარს შეადგენს. სასწავლო წლის პირველივე კვირაში განახლდება სამზარეულოს ინვენტარი, ასევე მიმდინარეობს მუშაობა ბაღებში არსებული ყველა ჯგუფისათვის სათამაშოების შესაძენად“, – ნათქვამია ახალციხის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 3 სექტემბერს "სამხრეთის კარიბჭემ" გაავრცელა ფოტო "ახალციხის ბაღები სწავლის დასაწყებად ემზადებიან", რომელზეც ჩანდა ახალციხის პირველი ბაგის ეზოში გამოფნილი ეზოები. გუშინ, 4 სექტემბერს, ამ თემაზე მომზადდა ვრცელი მასალა, რომელშიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ლეიბები გადასარჩევად ჰქონდათ გამოტანილი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბაღებს ახალი ინვენტარი გადასცეს
ახალციხის ბაღებში სწავლა 5 სექტემბერს დაიწყება
ახალციხის ბაგა–ბაღებში ნახევარ საუკუნეზე მეტია ლეიბები არ შეცვლილა
ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა
ახალციხის პირველ ბაგაში ლეიბები განაახლეს
ახალციხის ბაგა – ბაღებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე შეწყდა
ახალციხის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა