FM97.5 / LIVE

ახალციხის ბაგა–ბაღებში ნახევარ საუკუნეზე მეტია ლეიბები არ შეცვლილა

მთავარისაზოგადოება » განათლება 04.09.2015
60 წელიწადზე მეტია ახალციხის ბაგა–ბაღებში ლეიბები არ განახლებულა. აღსაზრდელებს ჟანგის, სიძველისა და შარდისგან დაბინძურებულ ქვეშაგებზე სძინავთ.

ახალციხის ბაგა–ბაღებში ნახევარ საუკუნეზე მეტია ლეიბები არ შეცვლილა

რა პირობებში იძინებენ ახალციხის ბაგა–ბაღებში აღსაზრდელები და აქვთ თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია მშობლებს; როდის განახლდა ბოლოს ლეიბები, რომლებზეც პატარებს სძინავთ და რას გეგმავენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებში – ამ თემით „სამხრეთის კარიბჭე“ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ახალციხის პირველი ბაგის ეზოში გუშინ, 3 სექტემბერს, 20–ზე მეტი ლეიბი მზეზე გამოფინეს.

„სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ გავრცელებულ ფოტოს დიდი გამოხმაურება და ვნებათაღელვა მოჰყვა. ხალხმრავლობა იყო დღეს დილიდან პირველი ბაგის ეზოშიც. ინფორმაციისთვის ბაღში მისულ „სამხრეთის კარიბჭეს“ ეზოში სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალციხის მერიის თანამშრომლები და ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი დახვდნენ.

ახალციხის პირველი ბაგის მენეჯერმა თამარ ქიმერიძემ „სამხრეთის კარიბჭეს“ კომენტარზე უარი უთხრა. საუბარი არ ისურვეს ბაღის სხვა თანამშრომლებმაც. ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა ნანა ბერიძემ კი გვითხრა, ეზოში ლეიბები გადასარჩევად ჰქონდათ გამოტანილი: „გადავარჩევთ, რომელიც ნორმალურ მდგომარეობაშია იმას დავაგებთ“.

თუმცა, ლეიბების გადარჩევა არ უხსენებია თამარ ქიმერიძეს, რომელიც „სამხრეთის კარიბჭეში“ ფოტოს გამოქვეყნებისთანავე, ჯერ კიდევ გუშინ მოვიდა. ჟურნალისტის შეთავაზებაზე, ბაღის პრობლემებზე ესაუბრა, თამარ ქიმერიძემ უარი გვითხრა. ქიმერიძე აღელვებული იყო, მან განაცხადა, რომ უბრალოდ აინტერესებდა ფოტო ვინ გადაიღო, ახლა რამის თქმას აზრი აღარ ჰქონდა, თუმცა დაამატა, რომ მას ფულს არავინ აძლევდა ლეიბების შესაძენად: „მადლობა მითხრან, რომ ვამზეურებ მაინც ამ ლეიბებს და ბავშვებს პირდაპირ არ ვაწვენ. თორემ, ისეთი ლამაზ–ლამაზი თეთრეული მოაქვთ მშობლებს, გადავაფარებდი და ვერც დაინახავდნენ რაზე წვანან მათი შვილები“.

ახალციხის ბაგა–ბაღებში ნახევარ საუკუნეზე მეტია ლეიბები არ შეცვლილა

ნანა ბერიძე ადასტურებს, რომ ნახევარ საუკუნეზე მეტია ბაღებში ლეიბები არ განახლებულა.

„60–იან წლებში ბაღებში რკინის საწოლები იდგა და ლეიბებზე ჟანგია გადასული. 80–იან წლებში ხის საწოლებით კი შეიცვალა, თუმცა ლეიბები იგივე დარჩა და დღემდე არ შეცვლილა“, – ამბობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა ხელმძღვანელი და ამატებს, რომ იმ ლეიბებზე, რომლებიც ცუდ მდგომარეობაშია, ბავშვებს არ აძინებენ და მშობლებს სთავაზობენ თავად მიიტანონ: „რამდენი ხანიც მისი შვილი ბაღში იქნება გამოიყენებს, შემდეგ კი წაიღებს“.

„სამხრეთის კარიბჭე“ 12 აღსაზრდელის ოჯახს დაუკავშირდა. 12–ვემ გვითხრა, რომ სად და რა პირობებში სძინავთ პატარებს ბაღში, არ დაინტერესებულან. არცერთი მათგანისთვის არ შეუთავაზებიათ ბაღში ქვეშაგების მიტანა.

„არასოდეს არ მიგვიტანია ლეიბები, თეთრეული კი ყოველთვის მიგვქონდა“, – გვითხრა ლელა კონიევმა.

„პირველად მესმის თქვენგან, ლეიბების მიტანა არავის მოუთხოვია, მე რომ დამყავდა, მაშინ თეთრეულიც თავისი ჰქონდათ“,– ამბობს მაია ჭანკვეტაძე, რომლის შვილიც აღნიშნულ ბაღში ორი წლის წინ დადიოდა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში გვარწმუნებენ, რომ მიმდინარე წელს ბაგა–ბაღებში ლეიბებისა და ადეალოების განახლებას გეგმავენ. ამისთვის ბიუჯეტში თანხა გაწერილია კიდეც.

„უნდა გვეყიდა, ამისთვის წელს 4.900 ლარია გამოყოფილი. თუმცა სილიკონის ლეიბებია და მე თავად ვთქვი უარი მის ყიდვაზე. უნდა განვაახლოთ ძველი ლეიბები, მაგრამ საწარმომ გვითხრა დროებით უარი, რადგან სარემონტო სამუშაოები აქვს. ამის გამო დროში გაიწელა. ნაწილს წელს განვაახლებთ, ნაწილს მომავალ წელს“, – ამბობს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი.

ახალციხის ბაგა–ბაღებში ნახევარ საუკუნეზე მეტია ლეიბები არ შეცვლილა

„მატყლის გადამამუშავებელი მცირე საწარმოს“ წარმომადგენელი თამარ წიქარიშვილი ამბობს, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებთა გაერთიანების ხელმძღვანელობასთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ნამდვილად ჰქონდა. თუმცა ხელშეკრულება ჯერ არ გაუფორმებია, რადგან საწარმოში სარემონტო სამუშაოები აქვს.

„გვქონდა საუბარი, რომ ახალციხის საბავშვო ბაღების ლეიბები და საბნები უნდა განვაახლოთ. ივნისის ბოლოს ვისაუბრეთ, მაგრამ რადგან ჩვენი საწარმო გაფართოების ეტაპზეა, ამის გამო დროებით გადაიდო. სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოსთვის საწარმო გამართული უნდა გვქონდეს“, – ამბობს თამარ წიქარიშვილი.

ახალციხეში რვა ბაღია, სადაც ჯამში 1200 აღსაზრდელია. 8–დან ბაგის ჯგუფი მხოლოდ ერთში არ არის, დანარჩენ შვიდივე ბაღში 242 ლეიბია გასაახლებელი.

ბაღებში სწავლა ორშაბათს, 7 სექტემბერს იწყება. საწყის ეტაპზე პატარებს საწოლებზე ისევ ძველი ლეიბები დახვდებათ.

ახალციხის ბაგა–ბაღებში ნახევარ საუკუნეზე მეტია ლეიბები არ შეცვლილა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერია „სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება
ახალციხის პირველ ბაგაში ლეიბები განაახლეს

ახალციხის ბაღებში სწავლა 5 სექტემბერს დაიწყება
ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა

300–მდე აღსაზრდელი შესაძლოა ახალციხის ბაღებში აღარ მიიღონ