FM97.5 / LIVE

პირველკლასელთა დამატებითი რეგისტრაცია 1 და 2 სექტემბერს განხორციელდება

მთავარისაზოგადოება » განათლება 19.08.2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პირველკლასელთა დამატებით სარეგისტრაციო ვადად 1 და 2 სექტემბერი გამოაცხადა.

პირველკლასელთა დამატებითი რეგისტრაცია 1 და 2 სექტემბერს განხორციელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2015-2016 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადებად 2015 წლის 23 აპრილიდან 11 ივლისამდე პერიოდი განსაზღვრა. რეგისტრაცია 3 ეტაპად განხორციელდა და ამ დროისთვის საჯარო და კერძო სკოლების პირველ კლასებში 46 660 მოსწავლეა დარეგისტრირებული.

"მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციის პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივი იყო, ვადის ამოწურვის შემდეგ სამინისტროში რამდენიმე ასეული მომართვა შემოვიდა იმ მშობლებისაგან, რომელთაც სხვადასხვა მიზეზების გამო გამორჩათ პირველკლასელთა რეგისტრაციის პერიოდი და ვერ დაარეგისტრირეს ბავშვები. სწორედ ამიტომ, 1 და 2 სექტემბერი განისაზღვრა პირველკლასელთა დამატებით სარეგისტრაციო ვადად იმ ბავშვებისთვის, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ დღემდე არ არიან დარეგისტრირებულნი სკოლაში", – ნათქვამია სამინისტროს განმცხადებაში.

რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე http://registration.emis.ge/ ელექტრონული ფორმით განხორციელდება. სამინისტროში აცხადებენ, რომ პირველკლასელთა რეგისტრაცია მხოლოდ იმ სკოლებში იქნება შესაძლებელი, სადაც განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ვაკანტური ადგილებია.

რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 3 და 4 სექტემბერს განხორციელდება.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას.
2. დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება.

სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია სრულდება
დამატებითი რეგისტრაცია პირველკლასელებისთვის
23 აპრილიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
როდის დაიწყება პირველკლასელთა რეგისტრაცია
დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
[sknews.ge]პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება
პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები დადგინდა