FM97.5 / LIVE

დღეს პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია სრულდება

მთავარისაზოგადოება » განათლება 09.06.2015
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დღეს, 9 ივნისს სრულდება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2015 წლის 11 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

დღეს პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია სრულდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია სრულდება. 11 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით კი მშობლებმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები უნდა წარადგინონ.

ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა ასეთია:
1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;

2. დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, რომელიც მოსწავლის ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში ინახება დაწესებულებაში;

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება.

სამინისტროს ინფორმაციით, გარდა აღნიშნული საბუთებისა სკოლას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებით დოკუმენტაციის წარდგენა.

შეგახსენებთ, რომ პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია მიმდინარე წლის 15 მაისს დაიწყო.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირველკლასელთა დამატებითი რეგისტრაცია 1 და 2 სექტემბერს განხორციელდება
დამატებითი რეგისტრაცია პირველკლასელებისთვის
[sknews.ge]პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება
პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები დადგინდა
პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

23 აპრილიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება