FM97.5 / LIVE

დამატებითი რეგისტრაცია პირველკლასელებისთვის

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 13.09.2016
პირველ კლასელთა დამატებით რეგისტრაცია 14 სექტემბერს, მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

დამატებითი რეგისტრაცია პირველკლასელებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის #696 ბრძანების მიხედვით, თუკი ამ დრომდე, ბავშვის რეგისტრაცია ვერცერთ სკოლაში მოხერხდა, მშობლებს საშუალება აქვთ ის 14 სექტემბერს დაარეგისტრირონ. რეგისტრაცია იმ სკოლაში უნდა განხორციელდეს, სადაც თავისუფალი ადგილებია.

რეგისტრაციისათვის, მშობელმა ყველა საჭირო საბუთი სასურველ სკოლაში უნდა მიიტანოს, რის შემდეგაც, ბავშვს თავად სკოლა დაარეგისტრირებს. შესაძლებელია, სკოლაში, 14 სექტემბერს, მსურველმა მხოლოდ განცხადება და დაბადების მოწმობა მიიტანოს, სხვა საბუთები კი მომდევნო დღეებში შეავსოს.

მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტებია:

• მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
• დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
• საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;
• სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია სრულდება
პირველკლასელთა დამატებითი რეგისტრაცია 1 და 2 სექტემბერს განხორციელდება
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება
[sknews.ge]პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება
პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები დადგინდა
პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება