FM97.5 / LIVE

სოფელ აგარაში მაღაზია გაქურდეს

მთავარისამართალი » შემთხვევა 20.07.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში სურსათის მაღაზია გატეხეს. მიყენებული ზიანი 1000 ლარს აღემატება.

სოფელ აგარაში მაღაზია გაქურდეს
სოფელ აგარის ცენტრში მდებარე მაღაზია გამთენიისას გატეხილი ამავე სოფელში მცხოვრებმა ბადრი მელიქიძემ ნახა.

„დილით ადრე სათიბად მივდიოდი, რომ დავინახე მაღაზიის კარზე მინა ჩამსხვრეული იყო, გატეხილი იყო ჟალუზი და ბოქლომიც“, – ამბობს მელიქიძე და ამატებს, რომ მაშინვე მაღაზიის პატრონთან ვახტანგ ინდუაშვილთან, ასევე, გამყიდველთან მანანა ხაბელაშვილთან დარეკა.

მომხდარზე, არ საუბრობს ინდუაშვილი: „ყველაფერი პოლიციას გადავეცი“.

მანანა ხაბელაშვილი კი ამბობს, რომ მაღაზიიდან სიგარეტი, ალკოჰოლური სასმელები, შოკოლადი, ტელევიზორი და ფული წაიღეს.

„დაახლოებით 1000 ლარის ღირებულების საქონელი გაიტანეს, მხოლოდ სიგარეტები 570 ლარისაა გატანილი, ასევე, ფული 70 ლარი წაღეს“, – ამბობს ხაბელაშვილი.

ქურდობა აგარაში 16 ივლისს ღამით მოხდა, ძიება მომხდარზე ამავე დღეს ახალციხის რაიონულმა სამმართველომ 177–ემუხლის ა და ბ ქვე პუნქტებით დაიწყო, რაც ქურდობას სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]

სოფელ აგარაში მაღაზია გაქურდეს


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში საბითუმო მაღაზია 'იაფი' გაქურდეს
ახალციხის ცენტრში მაღაზია გაქურდეს - წაღებულია დიდი ოდენობით ოქრო
სოფელ სხვილისში სურსათის მაღაზია გაქურდეს
ახალი წლის ღამეს ახალციხეში სურსათის მაღაზია გაქურდეს
სოფელ ხოსპიოში მაღაზია გაქურდეს
სოფელ აწყურში მაღაზია გაძარცვეს
ასპინძაში მაღაზია გაქურდეს