FM97.5 / LIVE

მდინარე ოთის კალაპოტის რეაბილიტაცია ორ თვეში დასრულდება

მთავარიეკონომიკა 14.07.2015
ასპინძაში მდინარე ოთის კალაპოტში ნაპირსამაგრი სამუშაოები გრძელდება. 300– მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 27.760 ლარი გამოიყო.

მდინარე ოთის კალაპოტის რეაბილიტაცია ორ თვეში დასრულდება

მდინარე ოთის ნაპირსამაგრ სამუშაოებს შპს „ნუკია“ შეასრულებს. აღნიშნულმა კომპანიამ სამუშაოები ორი თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

მდინარე ოთის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების სამინისტროდან მილიონამდე ლარი გამოიყო. სამუშაოები 4 ნაწილად გაიყო და 4 შპს: „ქილდა“, „კ და კომპანია“, „ნუკია“ და „ ახაშენი“ ასრულებდა.

1.700 მეტრზე მოეწყო გაბიონები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 9 ხიდს, აქედან ერთი ხიდი სოფელ იდუმალაში გაკეთდა. ასპინძის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ მიუხედავად ჩატარებული სამუშაოებისა, დაახლოებით 300 მეტრზე გაბიონები გასაკეთებელი დარჩა. ამიტომ მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 12 მაისს ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ოთისწყალმა პრობლემები შეუქმნა სოფელ ოთისა და დაბა ასპინძის მოსახლეობას. მოვარდნილმა ნიაღვარმა რამდენიმე საათით ჩაკეტა ასპინძა-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალი.

სტიქიის შედეგად განადგურდა მდინარის კალაპოტის მიმდებარედ არსებული ნათესები, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა და ხიდები. ღვარცოფი შევარდა საცხოვრებელ სახლებსა და ეზოებში.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს [Photo]
ასპინძაში მდინარის ნაპარსამაგრების მოსაწყობად მერია 372 929 ლარის დახარჯვას გეგმავს
ინფრასტრუქტურული პროექტები ასპინძაში - სად რა კეთდება 2019 წელს?
რკინიგზამ რიონის კალაპოტის შესაცვლელად  სამუშაოები დაასრულა [R]
ვალესა და სხვილისში მდინრის ნაპირას  გაბიონები გაკეთდება
ასპინძაში კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება
მირაშხანში გზის რეაბილიტაცია იწყება