FM97.5 / LIVE

‘თბილისო, სამცხე-ჯავახეთი თქვენთანაა’ - ახალგაზრდები თბილისის დასახმარებლად

მთავარისაზოგადოება 22.06.2015
ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის მიერ დაგეგმილი „თანადგომის კვირეულის“ ფარგლებში, პროგრამა „მომავლის თაობის“ კურსდამთავრებულებმა ქალაქის ცენტრში საქველმოქმედო კონცერტი გამართეს.

‘თბილისო, სამცხე-ჯავახეთი თქვენთანაა’ - ახალგაზრდები თბილისის დასახმარებლადსაქველმოქმედო ღონისძიება გუშინ, 20 ივნისს, საღამოს შედგა. წვიმიანი ამინდის გამო ახალგაზრდებმა მცირე წარმოდგენები თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს. აქვე დადგმული იყო ყუთები შემოწირულობის შესაგროვებლად და დადიოდნენ ახალგაზრდები წარწერებიანი ფურცლებით: „თბილისო, სამცხე-ჯავახეთი თქვენთანაა“.

სამოქალაქო პროგრამა „მომავლის თაობის“ კურსდამთავრებულები 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული თბილისის დასახმარებლად მთელი კვირის განმავლობაში აგროვებდნენ პროდუქტებს. გუშინ, დღის განმავლობაში, მათ ეს პროდუქტიც გადაახარისხეს.

აქციაში რეგიონის მასშტაბით არაერთი სკოლა იყო ჩართული. მათ შორის, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „ხელი ხელს“. კლუბის წევრებმა მოსახლეობაში 271 ლარი შეაგროვეს დაზარალებულთა ფონდში გადასარიცხად.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰეშტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა კი საკუთარი სახსრებით დაზარალებულებისთვის საკვები პროდუქტები და სარეცხი საშუალებები შეიძინეს.

‘თბილისო, სამცხე-ჯავახეთი თქვენთანაა’ - ახალგაზრდები თბილისის დასახმარებლად

‘თბილისო, სამცხე-ჯავახეთი თქვენთანაა’ - ახალგაზრდები თბილისის დასახმარებლად

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში მეოთხეკლასელებმა თბილისის დასახმარებლად 300 ლარი შეაგროვეს
ვალის N2 სკოლამ თბილისის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გამართა
სამცხე-ჯავახეთში მოსწავლეები თბილისის დასახმარებლად გაერთიანდნენ
სამცხე–ჯავახეთი თბილისის  დასახმარებლად
ახალციხის ბაღები თბილისის დასახმარებლად გაერთიანდნენ
ახალციხიდან სტიქიით დაზარალებულებისთვის პროდუქტები და ტანსაცმელი გააგზავნეს
საკუთარი ხელით გამომცხვარი ტკბილეული ქველმოქმედებისთვის – აქცია სოფელ ეშტიაში