FM97.5 / LIVE

შსს-მ ახალციხის საჯარო სკოლებში სამართლებრივი კულტურის გაკვეთილი ჩაატარა

მთავარისაზოგადოება » განათლება 17.05.2015
შსს–ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა ნონა გიქოშვილმა და თამთა გელაშვილმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან, შორენა ხმალაძესა და ზაზა ნათენაძესთან ერთად, ახალციხის N1 და N5 საჯარო სკოლებში მოსწავლეებს სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები ჩაუტარეს.

შსს-მ ახალციხის საჯარო სკოლებში სამართლებრივი კულტურის გაკვეთილი ჩაატარა

სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები ახალციხის სკოლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საერთაშორისო ორგანიზაცია „PH INTERNATIONAL“-ის ერთობლივ პროექტ - „სამართლებრივი განათლების პროგრამის“ ფარგლებში ტარდება.

შსს-ს ინფორმაციით, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები, რომლებიც სამართლებრივი კულტურის გაკვეთილებს ატარებენ, აღნიშული პროგრამისთვის სპეციალურად არიან გადამზადებული.

"სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები ინტერაქტიულია და თამაშებს მოიცავს. პროგრამა მოსწავლეებში სამართლისა და მართლმსაჯულების სფეროში მათი უფლებების და პასუხისმგებლობის შესახებ ცოდნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლება მე-9 კლასის მოსწავლეთათვის ტარდება შემდეგ თემებზე: სამართლებრივი კულტურის არსი და მნიშვნელობა; არასრულწლოვანი და კანონი; ძალადობა - ძალადობა ოჯახში, ბულინგი სკოლებში; მავნე ჩვევები და მათი სახიფათო შედეგებისგან თავდაცვა; ორგანიზებული დანაშაული (ტრეფიკინგი, ნარკოტიკებით და იარაღით უკანონო ვაჭრობა); სასამართლო სამართალწარმოება", – აცხადებენ შსს–ში.

პროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები ტარდება თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ახალციხის საჯარო სკოლებში.

2013-2014 სასწავლო წელს პროგრამა ადგილობრივი უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების და სკოლის პედაგოგების მიერ საქართველოს 32 საჯარო სკოლაში განხორციელდა. სწავლება თბილისის მე-17, ახალქალაქის მე-5, ფოთის მე-5 და თელავის მე-5 საჯარო სკოლებში ჩატარდა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოზარდებთან  განხილული სამართლებრივი საკითხები
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში, პროტესტის ნიშნად, გაკვეთილები არ ტარდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო ®
უსაფრთხოების ათი გაკვეთილი – საგანმანათლებლო პროგრამა მეხუთეკლასელებისთვის
საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლება იწყება
საფეხური: სკოლებში ახალი საგნის სწავლება იწყება [Audio]
ხვალ ახალციხის სკოლებში დირექტორებს აირჩევენ