FM97.5 / LIVE

გაჩეხილი ხეები ზაზალოს ტყეში[Video]

მთავარიSK TV » ვიდეო 13.05.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაზალოს ტყეში 3.199 კუბური მეტრი მოჭრილი ხე გზაზე ყრია. მომხდარს ადიგენის რაიონული სამმართველო იძიებს;


ვიდეო მოგვაწოდა მოქალაქემ

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაზალოს ტყეში ათობით მოჭრილი ხე გზაზე დაახლოებით ორი თვეა ყრია. ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურში აცხადებენ, რომ ეს მორები მათ ტყის მცველს აქვს ჩაბარებული როგორც ნივთმკტიცება.

„ეს მოჭრილი ხეები ჩვენ ტყის მცველს აქვს ჩაბარებული მანამდე, ვიდრე გამოძიება დასრულდება“, – ამბობს ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსი სოსო რეხვიაშვილი და ამატებს, რომ მომხდარზე საველე აქტი უკვე შედგენილია.

დანაშაული გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა მარტში გამოავლინეს, თუმცა, როგორც ამავე სამსახურში განგვიმარტეს, პირი, რომელმაც უკანონო ჭრები განახორციელა, ამ დრომდე დაუდგენელია.

„საქმის მასალები, იმის დასადგენად თუ ვინ მოჭრა უკანონოდ ხეები, ადიგენის რაიონულ სამმართველოს გადაეცა. როცა დაადგენენ, ამის შემდეგ დააჯარიმებენ კიდეც. რაც შეეხება მოჭრილ ხეებს, ის ტყის მცველს ჩავაბარეთ რომ უკანონობა მეორედ არ მოხდეს და ვინმემ არ მოიპაროს“, – განუცხადეს „სამხრეთის კარიბჭეს“ გარემოსდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში ხე–ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს
სამცხე–ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე–ტყე ამოიღეს
ახალციხეში რაბათის დასახლებაში ტყე  იჩეხება
ახალციხეში ხე–ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
სამცხე–ჯავახეთში ხე–ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს
ციხისჯვარსა და ადიგენში უკანონოდ მოჭრილი ხე–ტყე გამოავლინეს
კვირის აქცენტი: ხე-ტყის უკანონო ჭრები სამცხე-ჯავახეთში[Video]