FM97.5 / LIVE

დავით კუბლაშვილის ადვოკატები გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

მთავარისამართალი 04.05.2015
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის დავით კუბლაშვილის განაჩენს, უვადო პატიმრობას, ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

დავით კუბლაშვილის ადვოკატები გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათუბანში, სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს, დავით კუბლაშვილს, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა უვადო პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული ჯერ ხონის ფსიქიატრიულ სამკურნალო დაწესებულებაში იმკურნალებს, გამოჯანმრთელების შემდეგ კი საპატიმროში გადაიყვანენ.

კუბლაშვილის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია.

„ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც დაეყრდნო სასამართლო და მიუთითა განაჩენის დადგენის საფუძვლად, არის უსაფუძვლო. ფსიქიკური აშლილობა ნიშნავს, რომ შეიძლება პირი გამოჯანმრთელდეს. არავინ იცის ახალი ფაქტობრივი გარემოებებით როგორ ჩვენებას მისცემს, შეიძლება დადასტურდეს აფექტის მდგომარეობა, რაც საფუძველი გახდება განაჩენის გაუქმების“,– ამბობს ბრალდებულის ადვოკატი მაგული გოგლიძე.

გარდაცვლილის ახლობლები განაჩენით კმაყოფილი არიან, თუმცა ამბობენ, რომ დავით კუბლაშვილის გარდა საკადრისად უნდა დაისაჯოს მისი შვილი და ის მძღოლი, ვინც კუბლაშვილი შემთხვევის ადგილზე მიიყვანა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 მაისს სამი ახალგაზრდის მკვლელობისთვის დავით კუბლაშვილს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში მსჯავრდებულისთვის  ვადიან სასჯელს ითხოვენ
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს დღეს განაჩენს გამოუტანენ
ახალციხის სასამართლომ სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის საქმის განხილვა დაიწყო
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე მოწმეები ვერ დაკითხეს
ექსპერტიზის დასკვნით, სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიკურად დაავადებულია
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს სახელმწიფო ადვოკატიც დაიცავს