FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის არაკონტროლირებად ნაგავსაყრელებზე მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა

მთავარისაზოგადოება 22.04.2015
არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის ინფორმაციით, ახალციხეში, მდინარე ქვაბლიანის სანაპიროზე, ასპინძაში, სოფელ ფიას ტერიტორიაზე და ნინოწმინდაში, დიდი ხანჩალის შუა მონაკვეთში არსებულ არაკონტროლირებად ნაგავსაყრელებზე ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები აღმოჩნდა.

სამცხე–ჯავახეთის არაკონტროლირებად ნაგავსაყრელებზე მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა

ამის შესახებ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებს დღეს, 22 აპრილს, სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აცნობეს.

შეხვედრა „დავასუფთაოთ საქართველოს – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესის“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი, რომლის შემადგენლობაში არიან: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სფეროში არსებული თანამედროვე სისტემები, საერთაშორისო პრაქტიკა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება. გარდა ამისა, ორგანიზაციების ექსპერტებმა რეგიონში ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინეს.

როგორც მყარი ნარჩენების მართვის ექსპერტი ხათუნა ჩიკვილაძე ამბობს, პროექტის ფარგლებში გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ახალციხეში, მდინარე ქვაბლიანის ნაპირზე, ასპინძაში, სოფელ ფიას ტერიტორიაზე და ნინოწმინდაში, დიდი ხანჩალის შუა მონაკვეთში არსებული არაკონტროლირებადი ნაგავსაყრებიდან ანალიზები აიღეს.

„აღნიშნულ ტერიტორიებზე საკმაოდ საშიში ნივთიერებები აღმოჩნდა, კერძოდ, სოფელ ფიაში იყო ფონურზე მეტი ნიტრატების დაბინძურება, ქვაბლიანის ნიადაგში აღმოჩნდა კადნიუმი მაღლი და ტყვიის კონცენტრაცია მეტი, ვიდრე არის დასაშვები ნორმა. დღეს ამის შესახებ ვაცნობეთ, როგორც გამგებლებს, ასევე გუბერნატორის სახელზე დავწერეთ წერილი, რომ დროულად მოხდეს რეაგირება“, – ამბობს ხათუნა ჩიკვილაძე.

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამ ინფორმაციას ყუარდღების გარეშე არ დატოვებენ და დროულად მოახდენენ რეაგირებას.

როგორც ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე ამბობს, არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელი ასპინძის მუნიციპალიტეტშიც სავალალო მდგომარეობაშია.

„უკვე წლებია ძველი ჭობარეთის ტერიტორიაზე არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელი არსებობს, რომელსაც მარტო ჩვენი სახსრებით ვერაფერს ვუხერხებთ. თვეში ერთხელ აღნიშნულ ტერიტორიაზე დასუფთავების აქციას ვმართავთ, თუმცა მარტო ეს საკმარისი არ არის. საჭიროა ამ ნაგავსაყრელის გაუქმება“, – განაცხადა ცაბაძემ.

სამცხე–ჯავახეთის არაკონტროლირებად ნაგავსაყრელებზე მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე – ჯავახეთში არაკონტროლირებად ნაგავსაყრელებზე იმსჯელეს
ახალციხეში ტბის მიმდებარე ტერიტორიას დაასუფთავებენ
დასუფთავების აქციას ახალციხეშიც შეუერთდნენ
დღეს “დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანია დაიწყო (R)
ნარჩენების მართვა – დისკუსია ახალციხეში
დასუფთავების მასშტაბური  აქცია ახალციხეში
ასპინძაში ნაგავსაყრელი განახლდა