FM97.5 / LIVE

დღეს “დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანია დაიწყო (R)

მთავარისაზოგადოება 20.09.2013
20-21-22 სექტემბერს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით;

დღეს “დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანია დაიწყო (R)
იგი ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, აერთიანებს მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სასწავლო დაწესებულებებს და ცალკეულ პირებს ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციებისა და შესაბამისი პროგრამების გახორციელებისათვის.კამპანია ტარდება ყოველ სექტემბერს და მასში 130 ქვეყანა მონაწილეობს (საქართველო მსოფლიო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა და ის რიგით 121-ე ქყვეყანა იყო, რომელიც დატანილ იქნა მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე).

2013 წლის სექტემბის მსოფლიო კამპანიის მოწოდებაა:ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობა.

2013 წელს, "დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანიის პარალელურად, საქართველოში, მეოთხედ ტარდება.

“დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანია, რომელიც მოიცავს ქვეყნის ყველა თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტებს, სადაც ორგანიზაციის რეგიონალური კოორდინატორების ორგანიზებით ჩატარდება დასუფთავების აქციები.

თბილისში ისევე, როგორც რეგიონებში დასუფთავების აქცია დაიწყო 20 სექტემბერს და სამი დღის განმავლობაში დასუფთავდება წინასწარ შერჩეული ტერიტორიები.

აქცია `დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო" ტარდება პროექტის - “დავასუფთაოთ საქართველო“ - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა 2) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი ,,ეკოხედვა" და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით. გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო

დღეს “დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანია დაიწყო (R)


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დასუფთავების მასშტაბური  აქცია ახალციხეში
ახალციხეში ტბის მიმდებარე ტერიტორიას დაასუფთავებენ
აქცია 'დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო' ახალციხეში ®
დასუფთავების აქციას ახალციხეშიც შეუერთდნენ
ახალციხეში დასუფთავების აქცია მიმდინარეობს
სამცხე – ჯავახეთში არაკონტროლირებად ნაგავსაყრელებზე იმსჯელეს
სამცხე–ჯავახეთის არაკონტროლირებად ნაგავსაყრელებზე მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა