FM97.5 / LIVE

15 აპრილი სიყვარულის დღეა [Video]

მთავარიდღის კითხვა, ვიდეო 15.04.2015
15 აპრილს საქართველოში სიყვარულის დღე აღინიშნება. ვინ დააწესა 15 აპრილი სიყვარულის დღედ და როგორ აღნიშნავენ ახალგაზრდები ამ დღეს, "სამხრეთის კარიბჭემ" სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გამოკითხა.



საქართველოში სიყვარულის დღე უკვე 20 წელზე მეტია 15 აპრილს აღინიშნება. ეს დღესასწაული წლების წინ ჟურნალ "ვარსკვლავების" დამაარსებელმა ბესო ჩუბინიძემ დააწესა. 1993 წელს მან საზოგადოებას შესთავაზა 15 აპრილს სიყვარულის დღის აღნიშვნა და ერთი წლის შემდეგ ამ ტრადიციას საფუძველი ჩაეყარა. მას შემდეგ, ყოველ 15 აპრილს საქართველოში სიყვარულის დღე აღინიშნება.

იციან თუ არა სიყვარულის დღის დაწესების ისტორია ახალგაზრდებმა, "სამხრეთის კარიბჭემ" სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გამოკითხა. გამოკითხული რესპოდენტებიდან ამ დღის დაწესების ისტორია არცერთმა მათგანმა არ იცის. ზოგიერთი მათგანი შეყვარებულთან ერთად აღნიშნავს ამ დღეს, ზოგიერთს კი არც ახსოვს, რომ დღეს 15 აპრილია.

[თამარ თოთაძე, ოთარ აწყურელი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

Sk განწყობა: მესხური მრავალჟამიერი – სიყვარულის საგალობელი [Audio]

დღის კითხვა: უნდა დაიწიოს თუ არა საპენსიო ასაკმა [Video]
ახალციხის ციხეზე, სიყვარულის ხეივანში, საღამოს საათებში შესვლა აიკრძალა
14 აპრილი დედაენის დღეა
მესხეთის თეატრში პრემიერა ‘ზოოპარკის ისტორია’ გაიმართება
დღის კითხვა: ვადამდელი არჩევნები რომ დაინიშნოს, ვის მისცემთ ხმას [Video]