FM97.5 / LIVE
2014 წლის ბიუჯეტიდან გამოიყო.">

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახალ მანქანებს ყიდულობს

მთავარიეკონომიკა 29.01.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა 2 ჯიპისა და დასუფთავების 2 მანქანის შეძენას გეგმავს. თითო მანქანისთვის ფული გასული წლის ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი, თითოს კი ახალი ბიუჯეტით შეიძენენ. უკვე ნაყიდია ექსკავატორი, რომლის შესაძენად თანხა ასევე 2014 წლის ბიუჯეტიდან გამოიყო.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახალ მანქანებს ყიდულობს

2015 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა 2 ჯიპს და 2 დასუფთავების მანქანას შეიძენს. 2 ჯიპიდან ერთს გასული წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხით შეიძენენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა მელიქიძის განმარტებით, ტენდერის ჩაშლის გამო ავტომობილის შეძენა ვეღარ მოხერხდა. აღნიშნული მანქანისთვის 50.000 ლარია გამოყოფილი.

2014 წელს გამოცხადებული ტენდერით ყიდულობენ დასუფთავების სპეციალიზირებულ მანქანასაც, რომელიც ახალციხის თვითმმართველობას 20 თებერვლამდე ჩაბარდება. 9 კუბ.მეტრი ტევადობის დასუფთავების მანქანის შესაძენად 114.000 ლარია გამოყოფილი.

დასუფთავების მინი თვითმცლელი მანქანის და საკრებულოსთვის მაღალი გამავლობის ჯიპის შეძენა იგეგმება 2015 წლის ბიუჯეტიდან. ამისთვის 25.000 ლარი გამოიყოფა.

„ეს თანხები არის სავარაუდო. ტენდერი გამოცხადდება და შესაბამისად დააკლდება“, – განაცხადა ზაზა მელიქიძემ.

გასული წლის ბიუჯეტიდან უკვე შეძენილია ექსკავატორი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ „თეგეტა მოტორსმა“ შეიძინა. ამისთვის ბიუჯეტიდან 155.000 ლარი გამოიყო. ტექნიკა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას ორი დღის წინ გადაეცა.


ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახალ მანქანებს ყიდულობს

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგეობა „პიკაპს“ ყიდულობს
ახალციხის გამგეობა ოთხ მანქანას ყიდულობს
ახალციხის გამგეობა მესამე პიკაპს ყიდულობს
ახალციხის მერია შეიძენს მანქანას, რომელიც ქალაქის ქუჩებს დაგვის
4.6 მლნ ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის
‘შევიძენთ და საქმე როგორც მოითხოვს, ისე იქნება’ – ახალციხის თემი ახალ მანქანას ყიდულობს
ახალციხის გამგეობა ტექნიკას ყიდულობს